იაპონიაში ახალი წლის დღესასწაული აღინიშნება 31 დეკემბრის ღამეს, მანამდე 28 რიცხვიდან მთლიანად ქვეყანაში ცხადდება უქმე დღეები, ისვენებენ ფირმები, კომპანიები, ბანკები, აღსანიშნავია, რომ მსხვილი სავაჭრო ცეტრებიც არ მუშაობენ საახალწლოდ, მაგრამ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პოლიცია და სამედიცინო სტრუქტურები.
სამუშაო რეჟიმი იწყება 4-5 იანვარს და ხოლო სავაჭრო ცენტრები 2 იანვიდან იღება. ამ პერიოდის განმავლობაში მთელი იაპონია ისვენებს და წინასაახალწლო მზადებაშია. საახალწლოდ მორთულია თითქმის ყველა ქუჩა და სკვერი.
ახალი წლის ღამეს ბუდისტურ ტაძრებში 108-ჯერ რეკავენ უზარმაზარ ზარს. ამით იაპონელები ყველაფერ ცუდს და ნეგატიურს ძველ წელს ატანენ. ზარის ხმა ისმის მთლიანად იაპონიის ქალაქებში, ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის.
იაპონელები ახალი წლის დღეს ერთმანეთს უგზავნიან საახალწლო ღია მისალოც ბარათებს, ამ დღეს იაპონიაში 1 მილიარდზე მეტი მისალოცი ბარათი იყიდება. საახალწლო საჩუქრებიც იაპონელებისთვის ყველაზე დიდი ტრადიციაა, ისინი სავაჭრო ცენტრებში ერთი თვით ადრე ემზადებიან, რათა სასურველი საჩუქარი იყიდონ.
ახალგაზრდები ახალ წელს თავისებურად ხვდებიან. ჯერ ისმენენ პრემიერ-მინისტრის საახალწლო მილოცვას, სვამენ შამპანიურს და მთელი ღამე ერთობიან ბარებში და კლუბებში.
რა თქმა უნდა, არსებობს ტრადიციული საახალწლო მაგიდაც, პირველ დღეს იაპონელები ტრადიციულად არაფერს ამზადებენ, უბრალოდ, ახალ წელს ისინი ზედმეტი შრომის და დაღლილობის გარეშე ხვდებიან, საახალწლო მაგიდას 1 იანვარს ახალი წლის დადგომის შემდეგ შლიან, კერძი ბევრია, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის Osechi / ოსეჩი სხვადასხვანაირად მომზადებული ნუგბარი და კერძები ხის კოლოფებში. არსებობს მრავალი ვარიანტის ოსეჩი: ზღვის პროდუქტების, ბოსტნეულის და მხოლოდ ტკბილეულობის ოსეჩი. ასევე ტრადიციული საახალწლო სუპი და სხვადასხვა კერძები.
2 იანვარს ტრადიციულად იაპონიის საიმპერატორი კარი ერთი დღით იღება იაპონელებისთვის, ყველა მსურველს შეეძლება, დაინახოს იმპერატორი და მისი ოჯახის წევრები.