2017 წელი ნელ-ნელა ახლოვდება და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საშობაო-საახალწლო ციებ-ცხელება იზრდება. ვნახოთ, როგორ ხვდებიან ინგლისი, იაპონია და უნგრეთი ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს.
ლონდონში, ოქსფორდ-სტრიტზე საშობაო განათებები ყოველწლიურად მეტ გრანდიოზულობას იძენს ხოლმე. 6 ნოემბრისთვის ქუჩაზე საავტომობილო გზა იკეტება და ყველა ემზადება ოჯახური ფესტივალისთვის. საბავშვო საქველმოქმედო ორგანიზაცია 57-ედ უმანსპინძლებს ფესტივალს, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები, საჭმლის ფესტივალი, სახის მოხატვა და ასე შემდეგ. წელს ოქსფორდ-სტრიტის საშობაო განათება შედგება 1 778 დეკორატიული თოვლის გუნდისა და 730 000 ლედ-ნათურისგან. ამ ყველაფერს კი „გრემის" ნომინანტი კრეიგ დევიდი ოფიციალურად გაანათებს. კარნაბი-სტრიტი, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ქუჩად ითვლება, 1960-იანი წლების სულით არის გაჟღენთილი. წლევანდელი საშობაო განათების იდეა კი ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმის (V&A) გამოფენიდან „შენ თქვი, რომ გინდა რევოლუცია" იღებს სათავეს. ამის გარდა კარნაბი-სტრიტზე უამრავი დიჯეი, ცოცხალი მუსიკა, საჭმელი, სასმელი და სხვა გასართობები დაგხვდებათ. ტრაფალგარის მოედანი, რომელსაც ლონდონის გულადაც მოიხსენიებენ, ახალი წლის დღეებში, მთავარი ნაძვის ხითაც გამოირჩევა ხოლმე. 1947 წელს ნორვეგიის მთავრობამ ბრიტანეთს მეორე მსოფლიო ომში მხარდაჭერისა და მეგობრობის გამო ნაძვის ხე უსახსოვრა. უზარმაზარი ხე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეზონური ტურისტული ატრაქციაა. ყოველი ღამით აქ იკრიბება სხვადასხვა გუნდი, ასრულებს სიმღერას და აგროვებს ფულს საქველმოქმედო საქმიანობისთვის. ნელსონის სვეტი ნორვეგიული თეთრი ნათურებით ირთვება ხოლმე. ნაძვის ხის ოფიციალური განათებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ეწყობა ჩირაღდნებით განათებული მსვლელობა წმინდა მარტინის ეკლესიის ტერიტორიაზე.
2017 წელს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტიც გრანდიოზულად ხვდება. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ანდრაშის პროსპექტი, საშობაო ნათურებით ნელ-ნელა ირთვება. ეს ადგილი არაჩვეულებრივია ფეხით მოსიარულე შეყვარებული წყვილებისთვის, განსაკუთრებით ზამთარში. საშობაოდ კი არამარტო ქუჩები ნათდება, არამედ თითოეული ხე კაშკაშა ნათურებით არის მორთული. გმირთა მოედანთან ახლოს ყინულის მოედანია, რომელიც სასრიალოდ შესანიშნავი ადგილია. პროსპექტზე საშობაო მარკეტსაც შეხვდებით. სანამ საჩუქრების ყიდვას გადაწყვეტთ, ჯერ აქაური ღვინო და სასუსნავები დააგემოვნეთ. რაც შეეხება საშობაო ტრამვაის, ის ბუდაპეშტში პირველად 2009 წელს გამოჩნდა. ეს უკანასკნელი მორთულია 3 500-მეტრიანი განათებით და 39 200 ლედ-ნათურით. ბუდაპეშტური ნაძვის ხე 4-სართულიანი სახლის სიმაღლისა და 5 მეტრი დიამეტრისაა. 110-მეტრიანი სიგრძის გირლიანდები ხეს უნიკალურ შესახედაობას აძლევს.
საზამთრო განათებები და ახალი წელი იაპონიაში ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს ყველაფერი ნოემბრისა და დეკემბრის შუაგულში ინსტალირდება და ზოგჯერ ვალენტინობის დღემდეც გრძელდება ხოლმე. 5 მილიონი ლედ-განათება, ანიმაციური ლაით შოუ და მოცეკვავე შადრევნები - აი, რას გვთავაზობს საახალწლოდ კანტოს რეგიონი. ჯოზენჯო-დორის ქუჩაზე კი შეხვდებით 160 კეიაკ ხეს, რომელიც მილიონი ლედ-განათებით არის მორთული. ასევე აქ არის უზარმაზარი საახალწლო ხე, პატარა ყინულის მოედანი და კოტოდაი პარკის ნათელი გვირაბი. აშიკაგას ყვავილების ფანტაზია, რომელიც ამავე სახელობის პარკში ტარდება, მესამე უდიდესი სეზონური ფერადი ივენთია. ამ დროს მთელი პარკი იფარება 2.5 მილიონიანი ლედ განათებით. მუსიკალურად სინქრონიზებული ლაით შოუ და დაკიდული ნათურები - აი, რითი უნდა დატკბეთ აქ.
წყარო - metra.ge