logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: ახალ წელს სახლში შამპანურით ხელში ვეგებები...
- +

1 იანვარი. 2017. 14:02


 

 

 

 

ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განსაკუთრებულად ბრიუსელსა და ლონდონში გატარებული ახალი წლები ახსენდება. ამის შესახებ მაისაია „რეპორტიორს" ესაუბრა. მისი თქმით, როდესაც ამ ულამაზეს დღესასწაულს სხვა ქვეყანაში ატარებ, უცხო ქვეყნის კულტურას გაცილებით უკეთ შეიცნობ და მეტიც, ამ კულტურის ნაწილი თავადაც ხდები. მეკვლის ტრადიციას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, თუმცა ტრადიციის თვალსაზრისით, დიდ პატივს სცემს.


- ბატონო ვახტანგ, სად ხვდებით ხოლმე ახალ წელს?

 

- ამ ლამაზ დღესასწაულს ძირითადად სახლში ვხვდები და მთელი ოჯახი ღამის 12 საათს მორთული მაგიდის ირგვლივ, შამპანურითა და ტკბილეულით ხელში ვეგებებით. ამის შემდეგ მეგობრებსა და ახლობლებთან მივდივართ და მათაც ვულოცავთ ახალი წლის შემობრძანებას.  


- იღებთ თუ არა საახალწლო სამზადისში მონაწილეობას?

 

- კი, ვიღებ და ეს ძირითადად, პროდუქტების მოტანაში გამოიხატება.


- მეკვლის ტრადიციაზე რას გვეტყვით?

 

- უფრო ხშირად, მეკვლე არ მყავს. მაგრამ, თავად ხშირად მიწევს ამ სტატუსით საახლობლოში  სიარული. სხვათაშორის, მეკვლეობას ტრადიციული თვალსაზრისით ვცემ პატივს, თორემ ამას დიდ მნიშვნელობას ნამდვილად არ ვანიჭებ.


- რომელიმე ახალი წელი ხომ არ გახსენდებათ განსაკუთრებულად?

 

- განსაკუთრებულად, ალბათ გამოვყოფდი ბრიუსელსა და ლონდონში გატარებულ ახალ წლებს. ძალიან კარგად მახსენდება და საერთოდ, როდესაც ამ ულამაზეს დღესასწაულს საზღვრებს გარეთ ატარებ, უკეთ ეცნობი იმ ქვეყნის კულტურას და ამ კულტურის ნაწილი ხდები. ძალიან შთამბეჭდავი იყო და ალბათ, ამიტომაც დამამახსოვრდა.


- რას უსურვებთ მოსახლეობას?

 

- ვუსურვებდი, რომ ცეცხლოვანი მამლის წელიწადში მხნედ, ჯანმრთელად და დღეგრძელად ვყოფილიყავით. ბარაქა კი ჩვენი თანმდევი ყოფილიყოს.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner