logo_geo
eng_logo
გია ბარამიძე: პატიმრების წამება და ტელე „იმედი“ ჩვენი ხელისუფლების შავ ლაქად დარჩება!
- +

24 მარტი. 2016. 23:07


"ჩვენ არაერთგზის გაგვიცხადებია, რომ ვაცნობიერებთ იმ შეცდომებს, რაც ხელისუფლების ყოფნის პერიოდში დავუშვით. ბუნებრივია, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ქვეყანაში რაც ხდება, კარგიც და ცუდიც, ყველაფერზე პასუხისმგებელი ხარ. მნიშვნელოვანი ისაა, როგორ რეაგირებ ამაზე"- განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ „აიპრესთან" საუბრისას.


-თქვენ თქვით, რომ აცნობიერებთ ყველა იმ შეცდომას რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო. შეგიძლიათ დაგვისახელოთ 3 შეცდომა, რომელსაც აღიარებთ?


-ხელისუფლებას ყოველთვის აქვს რაღაც შეცდომები, მაგრამ მე ასე ვიტყოდი რომ ჩვენი შეცდომა იყო, რომ არჩევნებამდე არ გავაკეთეთ ის რაც გეგმაში გვქონდა და გამოქვეყნებულიც გვქონდა. პირველ რიგში, ეკონომიკურ დანაშაულზე დეკრიმინალიზაცია. მეორე, რა თქმა უნდა, წარუმატებლობა იყო ჩვენი ხელისუფლების ციხეებში არსებული სიტუაცია, სასტიკი მოპყრობა პატიმრების მიმართ და მესამე - ზედმეტი სიმკაცრე წვრილმან დანაშაულებთან მიმართებაში, თუნდაც მარიხუანას მომხმარებელთა მიმართებაში.


-თვლით თუ არა რომ სერიოზულ შეცდომებს უშვებდით მედიასათან ურთიერთობაში?


-კი, რა თქმა უნდა, „იმედი" არის თვალსაჩინო მაგალითი ხელისუფლების არასწორი მოქმედებისა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ აღიარა კიდევაც და „იმედს" კომპენსაციაც გადაუხადა კიდეც. ამით იმას კი არ ვამბობ, რომ პრობლემა მოიხსნა, ეს შეცდომა შეცდომად რჩება, ეს შავი ლაქა იქნება ჩვენს ხელისუფლებაზე, „იმედთან" მიმართებაში ეს მოქმედება არასწორი იყო. შეცდომა იყო, იგივე ზედმეტი სიმკაცრე 7 ნოემბრის აქციის დაშლისას, ეს აღიარა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ამ აღიარების ყველაზე მაღალი გამოხატულება პოლიტიკოსში და პოლიტიკაში არის თანამდებობიდან წასვლა, სხვაგან სად გვინახავს პრეზიდენტი ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით გადამდგარიყო?!


-როდესაც მედიაზე გკითხეთ, მხედველობაში მქონდა ის ფაქტი, რომ რომ ყველა მნიშვნელოვან ბრიფინგზე, შეხვედრაზე პრეზიდენტთან თუ პრემიერთან, თუნდაც რომელიმე მინისტრთან, თქვენი ხელისუფლების დროს სრულიად იგნორირებული იყო გაზეთები და ინტერნეტ მედია, მხოლოდ 3 ტელევიზია იღებდა ყველაფერს, მხოლოდ 3 ტელევიზია ხვდებოდა პრეზიდენტს და ჩვენ მხოლოდ მათ მიერ გაშუქებული მასალის მოსმენის შემდეგ ვიგებდით ამბებს...


-კი, შეგიძლიათ ჩემს მიერ დასახელებულ შეცდომებში ესეც მიუთითოთ, უდავოდ შეცდომა იყო ეს, არასაკმარისად პარტნიორული ურთიერთობა მედიასთან, რამაც ჩვენ დაგვაზარალა და ჩვენ შეცდომებზე ჭკუა უნდა ვისწავლოთ. მე ვფიქრობ, ჩვენ ამის უნარი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, განახლებული გუნდი ნაციონალური მოძრაობის ამგვარ შეცდომებს აღარ დაუშვებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner