logo_geo
eng_logo
ზურაბ ტყემალაძე: მეკვლის ტრადიცია ძალიან ლამაზია!
- +

1 იანვარი. 2017. 16:33

 

 

„მრეწველების" თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ახალ წელს ყოველთვის ოჯახში, საყვარელ ხალხთან ერთად ხვდება. მეკვლის ტრადიციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ალბათ, სწორედ ამიტომ, ამ სტატუსით ხან მისი ერთი შვილი სარგებლობს და ხან მეორე. როგორც „რეპორტიორთან" საუბარში ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, ის მოსახლეობას, პირველ რიგში, ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს უსურვებს. 

 

- სად ხვდებით ახალ წელს?

 

- ახალ წელს ყოველთვის ოჯახში, ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად ვხვდები. ყველანი ერთად ვიკრიბებით ხოლმე და ასე ვეგებებით ახალი წლის შემობრძანებას. ეს უკვე ერთგვარ ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა.


- როგორ ემზადება თქვენი ოჯახი წლის ამ ულამაზესი დღესასწაულისთვის?  

 

- ყველა სხვადასხვანაირად, საახალწლო სუფრას თუ გულისხმობთ, ამაზე დიასახლისები ზრუნავენ; შვილიშვილებისთვის საჩუქრების შერჩევაში უფრო დედები აქტიურობენ, ბუნებრივია, ჩვენც ვეხმარებით და ა.შ.


- მეკვლის ტრადიციაზე რას ფიქრობთ?

 

- ძალიან ლამაზი ტრადიციაა და ჩემი ოჯახიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ყოველთვის გვყავს მეკვლე და ის ზოგჯერ ჩემი ერთი შვილია და ზოგჯერ მეორე.


- როგორ მიულოცავთ მოსახლეობას ახალ წელს და რას უსურვებთ?

 

- მოსახლეობას, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, კეთილ და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ. 2017 წელი მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ბედნიერებისა და სიკეთის მომტანი ყოფილიყოს. გულით მსურს, თითოეული მათგანი იმ დუხჭირი ცხოვრებიდან, რომელიც დღეს აქვთ,  მალე გამოსულიყოს. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner