logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: არასდროს დამავიწყდება ახალი წელი მეშვიდე საპყრობილეში...
- +

1 იანვარი. 2017. 17:10


 



უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი ახალ წელს სახლში ხვდება, მეკვლე კი, ყოველთვის მისი ქალიშვილია. როგორც მან „რეპორტიორთან" აღნიშნა, არასდროს დაავიწყდება ახალი წელი მეშვიდე საკანში.


„ახალ წელს სახლში ვხვდებით, ტრადიციული საახალწლო სუფრით, ვუყურებთ საახალწლო გადაცემებს, 12 საათის შემდეგ კი რეკვებს ვიწყებთ და ახლობლებს ახალ წელს ვულოცავთ. საახალწლო სამზადისში დიდად არ ვმონაწილეობ, მე პროდუქტების მიტანა მაბარია. 55 წლის კაცი ვარ, მაგრამ ახალი წელი ყოველთვის მიხარია. არასდროს დამავიწყდება ახალი წელი ზონაში, მეშვიდე საპყრობილეში, როდესაც საკანში სრულიად მარტო ვიყავი. შინაგანად ვგრძნობდი, როგორ განიცდიდნენ ჩემები ჩემს გარეშე ყოფნას", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა


მისი თქმით, ახალ წელს კეთილდღეობას და გაჭირვების შემსუბუქებას ისურვებდა.


„ჩემს ხალხს, უპირველეს ყოვლისა, ვუსურვებდი კეთილდღეობის მომტანი წელი ყოფილიყოს. 2017 წელმა შეამსუბუქოს ის მძიმე ტვირთი, რომელიც ხალხს გაჭირვების სახით აწევს. სამწუხაროა, მაგრამ გაჭირვებამ იმატა, ხალხს ძალიან უჭირს, დაზაფრულია, უიმედობის განწყობაა. ახალმა წელმა კი, ხალხს იმედი და პერსპექტივა უნდა მისცეს", - განაცხადა ბათიაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner