ავტორი სალომე უერთაშვილი
ახალი წლისთვის ყველა ოჯახში განსხვავებულად ემზადებიან, ზოგი იღებს სამზადისში მონაწილეობას, ზოგიც არა, თუმცა ახალი წლის მოსვლა ყველას უხარია.
საახალწლო სამზადისზე ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეპორტიორს" ესაუბრა:
- სად ხვდებით ახალ წელს?
- ოჯახში, ახლობლების წრეში.
- თავად თუ იღებთ საახალწლო სამზადისში მონაწილეობას?
- არა, არ გამომდის. ბავშვები ნაძვის ხეს რთავენ, ქალები საჭმელს ამზადებენ და სუფრას შლიან, მე მხოლოდ მოსამზადებლად საჭირო მასალები მიმაქვს.
- რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ ახალ წელს?
- 2 იანვარს, ბედობა დღეს მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით.
- რომელიმე ახალი წელი ხომ არ გახსენდებათ განსაკუთრებულად?
- ალბათ, ახალი წელი აფხაზეთში.
- რას უსურვებდით ახალ წელს ქართველ ხალხს?
- სიმართლეში ცხოვრებას.