logo_geo
eng_logo
ნანა დევდარიანი: ცეცხლოვან მამალს არ უყვარს ფრინველის ხორცი სუფრაზე
- +

3 იანვარი. 2017. 10:45


 

 

 

„გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი, ნანა დევდარიანი საახალწლო სამზადისში აქტიურად მონაწილეობს. როგორც მან „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა ახალ წელს განწყობა ყოველთვის აქვს, მისი ოჯახის მეკვლე კი, ტრადიციულად, ყოველ წელს პატარა ბავშვია.

 

- სად ხვდებით ახალ წელს?

- ახალ წელს ყოველთვის ოჯახში ვხვდები.

 

- საახალწლო სამზადისში თუ მონაწილეობთ?

 

- რა თქმა უნდა, კერძებს ყოველთვის მე და ჩემი მეუღლე ვამზადებთ. თუმცა, წელს ინდაურის საცივი არ გვექნება. გავიგეთ ცეცხლოვან მამალს არ უყვარს ფრინველის ხორცი სუფრაზეო, ამიტომ, ამჯერად სხვა რამეს მოვიფიქრებთ.

 

- რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ ოჯახში?

 

- განსაკუთრებული არაფერი. ვყიდულობთ ოჯახის წევრები ერთმანეთისთვის საჩუქრებს, ერთად ვიკრიბებით და მშვიდ, მყუდრო გარემოში აღვნშნავთ ახალ წელს. ისე, არასდროს არ ვდგავთ ბუნებრივ ნაძვის ხეს, რადგანაც ხის მოჭრა დანაშაულია.


- ბუნებრივი ნაძვი ახსენეთ და წელს, პატრიარქის ინივიატივით, ხელოვნური ნაძვის ხის მაგივრად, ცოცხალ ნაძვის ხეს რთავენ, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა ადგილას დარგავენ, ამაზე რას ფიქრობთ?

 

- ამ ინიციატივას მივესალმები, უბრალოდ, მე უკვე დავრგე ნაძვის ხეები ჩემთან ეზოში. ამდენად, ვისაც აქვს საშუალება, კორპუსის წინ დარგონ ნაძვები, ვეტყოდი შეუერთდნენ ამ ინიციატივას. ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებ, ეს არის ჟანგბადი. ამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ რაც არ უნდა კარგი სახლები ააშენონ, თუ ტყეს გაჩეხავ, ისევე ვერ ისუნთქებ ჟანგბადით, როგორც სხვები.

 

- ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ კარგი მეკვლე შემოვა ოჯახში აუცილებლად კარგი წელი იქნება. ეთანხმებით მათ, თუ ცრურწმენა გგონიათ?

 

- ყველას გვაქვს რაღაც კარგად ან ცუდად დაცდილი, ამიტომ, ვცდილობთ ისე არ გავაკეთოთ რაიმე, რომ ცუდი შედეგი მოგვიტანოს. ყოველთვის კარგად მაქვს დაცდილი, როდესაც ჩემი მეკვლე ბავშვია.


- რომელიმე ახალი წელი თუ გახსოვთ განსაკუთრებულად?

 

- ყოველ ახალ წელს არის საზეიმო განწყობილება. ეს კომერციული სტრუქტურებისთვის ერთგვარი პიარ-ხერხიცაა, ძალიან ადრე იწყებენ საახალწლო გაფორმებას, ქმნიან განწყობას და უფრო მეტად იზიდავენ მყიდველს. მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანი რამდენი წლისაც არ უნდა იყოს, ღრმად მოხუცებულსაც კი, ბავშივით უხარია ახალი წლის მოსვლა. თუმცა, მე მიხარია, რომ აღდგა ძველი ტრადიცია და დღეს შობა უფრო ახარებს ხალხს.

 

- რას უსურვებდით ქვეყანასა და მოქალაქეებს 2017 წელს?

 

- ქვეყანასა და ოჯახებში სიმშვიდეს, მატებას, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას ვისურვებდი. მხოლოდ ჯანმრთელობის ფონზე ვხედავთ ყველაფერ კარგს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner