logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: განსაკუთრებით არ დამავიწყდება ეს ახალი წელი...
- +

3 იანვარი. 2017. 12:05

 



ახალ წელს ყოველთვის ოჯახში ხვდება ტრადიციულად. ეს ტრადიციაა ნანა კაკაბაძის ოჯახში ბაბუა-ბებიებიდან მოყოლებული არ ირღვევა. უფლებადამცველი 2017 წელსაც ოჯახში, შვილთან ერთად შეხვდა.


„ახალ წელს ვხვდებით ოჯახში ჩემს შვილთან ერთად. შემდეგ უკვე ან გავდივართ, ან ჩვენთან მოდიან სტუმრები. ვფიქრობ, ეს ის ტრადიციაა, რომელიც უნდა იყოს შენარჩუნებული", - განაცხადა კაკაბაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.


საახალწო სამზადისს რაც შეეხება, ცდილობს, საკუთარი ხელით იყოს მომზადებული ყველაფერი საახალწლო სუფრისთვის.


„ამ პროცესში ჩემი შვილიც ჩართულია და ერთად ვამზადებთ ხოლმე საახალწლო სუფრისთვის კერძებს: ხაჭაპური, ჩურჩხელა, გოზინაყი, რაც ტრადიციულია საახალწლო სუფრისთვის", - აღნიშნა კაკაბაძემ.


უფლებადამცველი განსაკუთრებით გამორჩევს ახალ წელს, რომელიც აფხაზეთის ომის პერიოდს დაემთხვა.


„განსაკუთრებით არ დამავიწყდება ერთდაერთი ახალი წელი, რომელიც ყველა დანარჩენისგან გამოვარჩევ, ეს იყო 90-ინი წლების დროს აფხაზეთის ომის დროს, გადავწყვიტე, რომ ახალ წელს ვყოფილიყავი იქ, სადაც იყვნენ ჩვენი მეომრები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, თავისი სამშობლოსთვის გაეწირათ სიცოცხლე. მეც ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩემი მცირე წვლილი შემეტანა და მათ გვერდით ვყოფილიყავი, ვინც თავისი ქვეყნის ტერიტორიების დასაცავად სისხლს ღვრიდა და ახალ წელს ხვდებოდა ომში", - განაცხადა კაკაბაძემ.


რაც შეეხება მოლოდინებს, კაკაბაძე ამბობს, რომ 2017 წელი რთული წელი იქნება.


„საიმედო მოლოდინები არ მაქვს. მგონია, რომ 2017 წელი იქნება რთული ქართველი საზოგადოებისთვის, თუ ხელისუფლებამ მართლა არ დაიწყო რეალურად ფიქრი საზოგადოებაზე", - განაცხადა კაკაბაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner