ნანუკა გოგიჩაიშვილი ახალ წელს ტრადიციულად ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება. ამის შესახებ გოგიჩაიშვილი „კვირის პალიტრას" ესაუბრა. მისი თქმით, რადგანაც მამლის წელი მოდის, შეიძლება ახალ წელს აივანზე შეხვდეს, რადგან მამლის წელს ქუჩაში ხვდებიან.
„ჩაცმულობასთან დაკავშირებით რჩევებს არ ვითვალისწინებ ხოლმე, მაგრამ ისე ხდება, რომ ახალ წელს ახალი მაცვია. რაც შეეხება ფერებს, მაცვია ის, რაც მიხდება და არა ის, რასაც გვირჩევენ.
სახლში გვაქვს ერთი ტრადიცია: ახალი წლის დადგომამდე ერთი წუთით ადრე ოჯახის ყველა წევრი ჩვენს სურვილებს ფურცელზე ვწერთ, შემდეგ ვწვავთ და ფერფლს შამპანურში ვყრით. ასე რომ, 12 საათისთვის უკვე ნახევრად მთვრალები ვართ, მაგრამ განწყობა გვაქვს არაჩვეულებრივი", - განაცხადა ნანუკა გოგიჩაიშვილმა