logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: მინდა, ასე მივულოცო ყველა ქართველს - მომავალ წელს სოხუმსა და ცხინვალში!
- +

3 იანვარი. 2017. 12:11



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „რეპორტიორთან" საუბარში ამბობს, რომ ახალ წელს ტრადიციულად, ოჯახში ხვდება.


„ტრადიციულად სახლში ვხვდებით, შემდეგ მეგობრებთან, მშობლებთან მივდივართ სტუმრად. ყველაზე მეტად ბავშვებს უხარიათ ახალი წელი, ნაძვის ხის აწყობას ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებენ და ელოდებიან თოვლის ბაბუას, რომელსაც მათთან საჩუქრები მოაქვს", - ამბობს მჟავანაძე.


„საახალწლო სამზადისში ნაკლებად ვარ ჩართული და ძირითადად მეუღლე აკეთებს ხოლმე კერძებს. მე ძირითადად ახალი წლის საჩუქრებზე ზრუნვა მევალება", - ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე ჩვენთან საუბარში და აქვე, „რეპორტიორსა" და სრულიად საქართველოს ახალ წელს ულოცავს.


„მინდა, „რეპორტიორს", რომელიც არის ერთ-ერთი ლიდერი საინფორმაციო სივრცეში, მივულოცო ახალი წელი და ვუსურვო, რომ უფრო ძლიერი ყოფილიყოს. თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ და ვუსურვებ ყველა სურვილის ასრულებას.


ჩემი ყველაზე დიდი ოცნება არის, რომ საქართველო იყოს ერთიანი. სანამ ებრაელები თავის სამშობლოში დაბრუნდებოდნენ, ერთმანეთს ულოცავდნენ და ეუბნებოდნენ - „მომავალ წელიწადს იერუსალიმში!" მინდა, ასე მივულოცო ყველა ქართველს - მომავალ წელს სოხუმსა და ცხინვალში! ჩემთვის ახალი წელი არ იქნება ბედნიერი, თუ დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. ასევე თითოეულ ქართველს მინდა ვუსურვო ხვავი, ბარაქა და ყველას ოჯახში ყოფილიყოს ისეთი ახალი წელი, რომ გაჭირვება აღარ იყოს", - ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner