ავტორი სალომე უერთაშვილი
„ქართული ოცნების" წევრი შოთა ხაბარელი საახალწლო სამზადისში აქტიურად მონაწილეობს. როგორც მან „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, ახალ წელს ტრადიციულად ოჯახში ხვდება.
- სად ხვდებით ახალ წელს?
- ტრადიციულად, ოჯახში.
- საახალწლო სამზადისში თუ მონაწილეობთ?
- რა თქმა უნდა, ვაწყობ ნაძვის ხეს, მომაქვს პროდუქტები და ა.შ.
- ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
- განსხვავებული და განსაკუთრებული არაფერი.
- მეკვლის ტრადიცია არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?
- ტრადიციაა და ჩვენც ვიცავთ. ვცდილობთ, ყოველ წელს ერთი და იგივე მეკვლე გვყავდეს.
- რომელიმე ახალი წელი განსაკუთრებულად თუ გახსოვთ?
- რომელიმეს ვერ გამოვარჩევ, ყველა წელი თავისებურად კარგია და ყველას თავისი ხიბლი აქვს.
- რას უსურვებდით ქვეყანასა და მოქალაქეებს?
- ჩვენს ქვეყანას სიმშვიდეს, გაერთიანებას, წინსვალასა და მშვიდობას ვუსურვებ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანი საკუთარი ქვეყნით კმაყოფილი უნდა იყოს.