logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია: 2017 წელს ქართველ ხალხს ერთიანობას ვუსურვებ
- +

3 იანვარი. 2017. 10:38



საახალწლო სამზადისში აქტიურად მონაწილეობს „ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია. როგორც მან „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, თავად ამზადებს გოზინაყს და ცდილობს საახალწლო სამზადისში ოჯახის წევრებს ხელი არ შეუშალოს.


„როგორც წესი, ახალ წელს ოჯახში ვხვდებით, თუმცა ჩვენ უფრო მეტად შობასა და ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ. 31 დეკემბერიც გვიხარია, რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებული ზეიმი არ გვაქვს. რაც შეეხება ტრადიციებს, მეკვლის ტრადიცია უფრო რწმენა მგონია. წლების წინ ვაქცევდით ყურადღებას, თუ ვინ შემოვიდოდა ახალ წელს მეკვლედ, მაგრამ ახლა აღარ", - განაცხადა ბაღათურიამ.

 

მისი თქმით, ყველა ახალი წელი გამორჩეულია, თუმცა განსაკუთრებულად ის წელი ახსოვს, როდესაც პირველ შვილს ელოდებოდა.


„განსაკუთრებული, ალბათ ის წელი იყო, როდესაც პირველ ბავშვს ველოდებოდით მე და ჩემი მეუღლე. ძალიან მინდოდა ბიჭი, თუმცა ახლა 1 ბიჭის და 2 გოგოს მამა ვარ და, ვხვდები, რომ გოგო არის ჩემპიონი. რაც შეეხება ახალ 2017 წელს, ქვეყანას ღვთის წყალობას ვუსურვებ, ქართველ ხალხს კი - ერთიანობას, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დალაგებას, მოძმე რუს მართლმადიდებელ ერთან კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობების აღდგენას. იმ შეცდომების გამოსწორებას, რომელიც ორივე მხარემ დავუშვით. ჩვენ, ოსები, აფხაზები და რუსები მართლმადიდებლები ვართ და არ გვაქვს უფლება ერთმანეთს ვებრძოდეთ", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner