logo_geo
eng_logo
რა ჩავიცვათ 2017 წელს?
- +

2 იანვარი. 2017. 14:17




როგორი იქნება 2017 წლის მოდის ტენდენციები და იქნება თუ არა ის 2016 წლის ტენდენციებისგან მკვეთრად შეცვლილი? რას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა? რა იქნება მომავალი წლის მთავარი სამოსი თუ აქსესუარი? - ამ ყველაფერს ქვემოთ პუნქტობრივად შეგიძლიათ გაეცნოთ.  


1.ღია მხრები


თუ გასულ სეზონზე მოდური დეკოლტე იყო, წელს მოშიშვლებული მხრებია აქტუალური.


2.თეთრი პერანგი


თამამად შეგიძლიათ გარდერობში პრიორიტეტი მიანიჭოთ თეთრ პერანგს. ის მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ მოიხდინოთ.


3. აბრეშუმის კაბები


შეიძლება ეს კაბები ერთი შეხედვით საღამურს გახსენებდეთ, მაგრამ ისინი წელს ძალიან აქტუალურია.


4. ტანსაცმელი აპლიკაციით


ტყავი და მაქმანი, აბრეშუმი და შალი... ამ ყველაფრის კომბინაცია თამამად შეგიძლიათ.


5. პლისე


ასეთი სამოსი, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს არ გადავა მოდიდან.


6. ბრჭყვიალა დეტალები


თუ ვერ ბედავთ მთლიანად ბისერებით შექმნილი კაბის ჩაცმას, შეგიძიათ სამოსი ბრჭყვიალა ელემენტებით გააფორმოთ.


7. ზოლები


„მეზღვაურის სტილი" ისევ მოდაშია. მნიშვნელობა არ აქვს მათ სისქეს. 2017-ში თუ ზოლიანი გაცვიათ, ჩათვალეთ რომ უკვე მოდური ხართ.


8. ვიქტორიანული შარმი


ეს სტილი იმდენად პოპულარული იყო გასულ სეზონზე, რომ „გადაწყვიტა" ისევ დარჩენილიყო მოდაში.


9. წინ შეხსნილი ქვედაბოლო


ეს სტილი არაჩვეულებრივად უსვამს ხაზს სხეულის ყველა ფორმას.


10. ქამარი


ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი აქსესუარია.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner