logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: მწარედ მახსოვს ის ახალი წელი, როცა ზვიად გამსახურდია დაიღუპა…
- +

2 იანვარი. 2017. 14:25


 



„საახალწლო სამზადისში ჩემი როლი პარაზიტულია", - ამბობს „რეპორტიორთან" საუბრისას აკაკი ასათიანი. ახალი წელი მისთვის განსაკუთრებული დღესასწაული არ არის, მაგრამ ამ დღისთვის ოჯახთან ერთად ყოველთვის ემზადება.


„ახალ წელს ოჯახურ გარემოში ვხვდები. ახალი წელი ძალიან მიყვარდა, როცა პატარა ვიყავი. ახლა უფრო შობას ვზეიმობ, რომელიც ჩემთვის აღდგომასთან ერთად ყველაზე დიდი დღესასწაულია.

 

წინასაახალწლო სამზადისში არანაირი ფორმით არ ვიღებ მონაწილეობას. პროდუქტებით მომარაგებაშიც კი არ ვერევი და სამწუხაროდ, ამ მხრივ ძალიან პარაზიტული როლი მაქვს, უნდა ვაღიარო", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.


ახალი წელი, რომელიც მას არასოდეს დაავიწყდება, სევდასთან და ძვირფასი ადამიანის დაკარგვასთან ასოცირდება


„არ დამავიწყდება ის ახალი წელი, როცა გავრცელდა ხმა, რომ ზვიად გამსახურდია დაიღუპა. წვერიც კი არ გავიპარსე, ისე შევხვდი ახალ წელს. მწარედ მახსოვს ეს ახალი წელი, რადგან ის ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იყო", - იხსენებს ასათიანი.


ქართველ ხალხს უსურვებს, რომ არ ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში. „არ შეიძლება, ადამიანი სასოწარკვეთილი იყოს, თუ მას ღმერთის სწამს. უფალი არ დაგვტოვებს არასოდეს, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილები ვისხდეთ", - განაცხადა ასათიანმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner