logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ეს იყო სევდიანი ახალი წელი, რომელსაც მარტო შევხვდი...
- +

2 იანვარი. 2017. 14:30


 

 


„შვილიშვილები მყავს და მათთან ერთად ახალ წელთან შეხვედრა განსაკუთრებით მიხარია. ყოველთვის ოჯახში ვხვდები და წელსაც ასეა. რაიმე განსაკურებული: ან მოგზაურობა, კანარის კუნძულები და საზღვარგარეთ შეხვედრა, ბუნებრივია, ვერ იქნება", - აცხადებს „რეპორტიორთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია.


წინასაახალწლო სამზადისში მისი ჩართულობა ერთადერთ ქმედებაში გამოიხატება: „ღვინო შეიძლება ჩამოვასხა. დანარჩენს ოჯახის წევრები აკეთებენ, მე არ მანდობენ", - ამბობს ქანთარია.


ახალი წელი, რომელიც არასდროს დაავიწყდება:


„ერთი ახალი წელი მახსოვს, ცოტა სევდიანი, რადგან მარტო შევხვდი. ეს იყო სტამბოლში, სადაც ვდგამდი სპექტაკლს. დაემთხვა ისე, თეატრის დასი მეპატიჟებოდა, მაგრამ უარი ვუთხარი, ვინაიდაც ჩვენი მაშინდელი კონსული მეპატიჟებოდა, ერთად შევხვდეთო. აღმოჩნდა ისე, რომ ვეღარ მოახერხა, რადგან სხვაგან იყო წასასვლილი და ასე აღმოვჩნდი მარტო სასტუმროს ნომერში. ეს იყო ერთადერთი ახალი წელი, როცა მარტო შევხვდი ახალ წელს და ის შეგრძნებებიც ამიტომ მამხსოვს კარგად".


მეკვლე:


„ჩემი მეკვლე ყოველთვის ოჯახის ყველაზე პატარა წევრია. ბავშვობიდან მახსოვს, ჩემი მშობლები გამიშვებდნენ ხოლმე და ახალი წლის დადგომისას შემოვდიოდი სახლში.  ახლა ამ როლს ჩემი პატარა შვილიშვილი ითავსებს".


საახალწლო სუფრა:


„ჩვენი საახალწლო სუფრა იმ პირობების შესაბამისია, რა პირობებიც იმ მომენტისთვის გაგვაჩნია. ვცდილობ, იყოს ნორმალური და არა რაღაც გადაჭარბებული".


რას უსურვებს ქვეყანას და საზოგადოებას:


„უპირველეს ყოვლისა, მშვიდობას ვუსურვებ საქართველოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფრის განვითარებაზე ვერ გვექნება პრეტენზია. თითოეულ ქართველს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელიც პრემიერმა დააანონსა, შედეგს გამოიღებს. რასაც ჩვენი მოქალაქეები საკუთარ თავზე იგრძნობენ".





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner