logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: მეკვლის ტრადიცია ძალიან სასიამოვნო ცრურწმენაა
- +

2 იანვარი. 2017. 15:53


 



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი,ბექა ოდიშარია 2017 წელს კრწანისის რაიონში ხვდება. როგორც მან „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, ახალი წლისთვის ნაძვის ხის სათამაშოებს ყოველ წელს აახლებს.


- სად ხვდებით ახალ წელს?

 

- 2017 წელს კრწანისის რაიონში შევხვდები, ზუსტად რა ადგილას, ჯერ არ ვიცი.


- საახალწლო სამზადისში თუ იღებთ მონაწილეობას?

 

- მხოლოდ ნაძვის ხეს ვაწყობ და ვაახლებ სათამაშოებს.


- საახალწლოდ რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ ოჯახში?

 

- როგორც წესი ჩემი მეგობრები ჩემთან იკრიბებიან და ერთად ვხვდებით ახალ წელს.


- მეკვლის ტრადიციაზე რას ფიქრობთ?

 

- ვფიქრობ, რომ ძალიან სასიამოვნო ცრურწმენაა.


- განსაკუთრებით თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე ახალი წელი?

 

- ყველაზე კარგად, მაინც ბავშვობის ახალი წელი მახსოვს, როდესაც ბებია და ბაბუა ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, ოჯახის წევრებიც უფრო მეტნი ვიყავით. თუმცა, ახლა ბედნიერი ვარ, რომ ახალ წელს შვილებთან ერთად აღვნიშნავ.


- რას უსურვებდით ქვეყანას და მოქალაქეებს?

 

- ჩვენს საზოგადოებას ბარაქიან წელს ვუსურვებ. ჩვენ ძალიან საინტერესო და რთულ დროში ვცხოვრობთ, ამიტომ ყველაზე მეტად მაინც მშვიდობა გვჭირდება, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ სტაბილურობასა და ჯანმრთელობასთან ერთად.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner