logo_geo
eng_logo
გია კორკოტაშვილი: ძალიან მომწონს მეკვლის ტრადიცია, ვცდილობთ, მეკვლე შავი კატა არ იყოს
- +

2 იანვარი. 2017. 15:55




საახალწლო სამზადისს საქართველოში დეკემბრის დადგომასთან ერთად იწყებენ. უმეტეს შემთხვევაში, ქართველები ახალ წელს ოჯახებში, ახლობლების წრეში აღნიშნავენ.


„რეპორტიორთან" ინტერვიუში „ჩვენი სამშობლოს" წევრმა გია კორკოტაშვილმა აღნიშნა, რომ საახალწლო სამზადისში თავადაც მონაწილეობს. მისი თქმით, ტრადიციულად ახალ წელს ოჯახში ხვდება.


„ჩვენთვის ტრადიციაა ახალი წლის ოჯახში შეხვედრა, შემდეგ ხან საით მივიწევთ, ხან საით. რადგანაც ოჯახის უფროსი ვარ, ასე თუ ისე, ჩართული ვარ საახალწლო სამზადისში, ნაძვის ხესაც ვრთავ და გოზინაყსაც ვჭრი. ძალიან მომწონს მეკვლის ტრადიცია, ვცდილობთ, მეკვლე შავი კატა არ იყოს", - განაცხადა კორკოტაშვილმა.


მისივე თქმით, ბოლო 15 წელია, ახალი წელი განსაკუთრებულად არ ამახსოვრდება.


„ბოლო 15 წელია, ყველა ახალი წელი ცუდად მახსოვს, ცუდი ხელისუფლების ხელში ვართ. ჩვენს ხალხს სიმშვიდეს და ოჯახში ნორმალურად ყოფნას ვუსურვებ, როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად", - განაცხადა გია კორკოტაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner