ავტორი სალომე უერთაშვილი
თბილისის საკრებულოს წევრი „რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი საახალწლო სამზადისში მონაწილეობას არ იღებს. როგორც მან „რეპორტიორთან" აღნიშნა ძირითადად ახალ წელს ოჯახში ხვდება, გამონაკლისი კი 2003 წელს იყო.
- სად ხვდებით ახალ წელს?
- ახალ წელს ძირითადად სახლში ვხვდები.
- საახალწლო სამზადისში თუ იღებთ მონაწილეობას?
- არა, ამ დროს სახლიდან მაგდებენ, ხელს გვიშლიო.
- ოჯახში რაიმე განსკაუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
- არა, არაფერი. ჩვეულებრივ აღვნიშნავთ ახალი წლის დადგომას.
- მეკვლის ტრადიციაზე რას გვეტყვი, არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?
- რასაკვირველია, ასეთი ტრადიციაა და ბუნებრივია დიდი ხალისით ვიცავთ.
- განსაკუთრებულად თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე ახალი წელი?
- 2003 წელს ახალ წელს რესპუბლიკის მოედანზე შევხვდი, მაშინ ვამბობდი, ქუჩაში პირველად ვხვდები ახალ წელს და იქნებ რაიმე ცვლილება იყოს-მეთქი. ასე აგიხდა ყველაფერი, იმ წელს იყო ცვლილებები თუ იყო. მას მერე ახალ წელს ქუჩაში არ შევხვედრილვარ.
- რას უსურვებდით ქვეყანასა და მოქალაქეებს?
- ყველაფერს კარგს, წარმატებებს ყველა მიმართულებით.