logo_geo
eng_logo
„ამბობენ, რომ არც მე მაქვს ცუდი ფეხი“ - როგორი მეკვლეა დიმიტრი ლორთქიფანიძე
- +

2 იანვარი. 2017. 19:01




„დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ახალ წელზე მეტად შობას ელოდება და შინაგანად  კეთილმოსურნე მეკვლისაც სჯერა.


„არსებობს ასეთი კეთილი ტრადიცია, რომელიც ბევრ ქვეყანაშია გაბატონებული, რომ ახალ წელს აუცილებლად სახლში უნდა შეხვდე. მე მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე დიდი სიკეთეა, იმედით აღსავსე იწყებ მომავალი წლის ცხოვრებას. ჩვენ უფრო, შობას ველოდებით, 7 იანვრიდან განვიცდით ახალი წლის სიკეთეს, ბედნიერებასა და ზეიმს, თუმცა, 1 იანვარსაც დიდი მოლოდინით ვხვდებით. შინაგანად მჯერა მეკვლის ტრადიციის, ყოველთვის მიხარია, როდესაც ჩვენი კეთილმოსურნე მოდის სტუმრად. ისე, ამბობენ, რომ არც მე მაქვს ცუდი ფეხი", - განაცხადა ლორთქიფანიძემ


განსაკუთრებულად ახსოვს 1999 წლის 1 იანვარია, როდესაც ნიუ-იორკში შეხვდა ახალ წელს. „უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მანჰეტენზე გამართულმა ღონისძიებამ, მოლოდინს გადააჭარბა", - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.


„დემოკრატიული მოძრაობის" წევრი 2017 წელს საქართველოს მშვიდობას უსურვებს.


„როგორი მძიმე წუთებით აღსავსეც არ უნდა იყოს ჩვენი ყოფა, ცხოვრება მაინც მშვენიერია, ის სტატიკურად, მხოლოდ დღეს მოცემულ მომენტში არ უნდა განვიხილოთ, არამედ სულ წინ უნდა ვიყურებოდეთ. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომელიც გვაწევს პოლიტიკოსებს, პირველ რიგში, გვაკისრებს ვალდებულებას, რომ გავაჩინოთ შესაძლებლობა უარესიდან უკეთესისკენ, ამიტომ ვისურვებდი, რომ პოლიტიკურ სპექტრს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოეჩინოს ქვეყნის ხვალინდელი დღის მიმართ. უნდა გვახსოვდეს, რომ გვაქვს ერთადერთი პარტია, რომელსაც „საქართველო" ჰქვია", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner