logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: როგორც ილია მეორემ თქვა, საქართველო ისევ გაბრწყინდება...
- +

2 იანვარი. 2017. 19:04



„ახალი წელი არის ოჯახის დღესასწაული და მეც, ტრადიციულად, სახლში ახლობლებთან ერთად ვხვდები 12 საათს", - ამბობს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე „რეპორტიორთან" საუბარში. აქვე, მეკვლის ტრადიციაზე ამბობს, რომ პატივს სცემს მას.


„ყველანაირ ტრადიციას პატივს ვცემ, რაც არსებობს, მათ შორის მეკვლის ტრადიციასაც. ჩემთვის მისაღებია", - ამბობს ჯაველიძე.


„რეპორტიორთან" საუბარში ელიზბარ ჯაველიძე ულოცავს ქართველ ხალხს ახალ წელს და იმედოვნებს, რომ უფალი არ გაწირავს ჩვენს ქვეყანას და საქართველო ისევ გაბრწყინდება.


„ყოველთვის ილია ჭავჭავაძის სიტყვებით ვამბობ ხოლმე - „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?" გასახარებელი ბევრი არ არის, მაგრამ უფალი მაღლიდან იყურება, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა საქართველო და ჩვენს ქვეყანას არ გაწირავს. როგორც უწმინდესმა თქვა, საქართველო ისევ გაბრწყინდება და ის სულიერება, კულტურა და მეცნიერება, როგორც ადრე იყო, ამაღლებული და პატივდებული, ძალიან მალე ყველაფერი ისევ ისე იქნება. მოსახლეობასაც, რა თქმა უნდა, ეკონომიკურადაც აღარ გაუჭირდება", - ამბობს ელიზბარ ჯაველიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner