logo_geo
eng_logo
„განსაკუთრებით 2013 წლის 31 დეკემბერი მახსოვს“ - როგორ ხვდება ახალ წელს ელისო ჩიფაძე?
- +

2 იანვარი. 2017. 20:13




საახალწლო სამზადისს საქართველოში დეკემბრის დადგომასთან ერთად იწყებენ. უმეტეს შემთხვევაში, ქართველები ახალ წელს ოჯახებში ხვდებიან, შემდგომ კი მეგობრებისკენ, ნათესავებისკენ და ახლობლებისკენ მიემართებიან, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსების ახალი წელიც ჩვეულებრივი დღესასწაულია.


„ქართული ოცნების" წევრი ელისო ჩაფიძე თვლის, რომ ახალი წელი საოჯახო ტრადიციული დღესასწაულია, ამიტომაც ახალი წლის დადგომას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნავს.


„რეპორტიორთან" საუბრისას ელისო ჩაფიძემ გაამხილა, რომ განსაკუთრებით მოსწონს მეკვლის ტრადიცია და ახარებს მისი შემოსვლა ოჯახში.


„ძალიან მომწონს მეკვლის ტრადიცია, ბავშვობაში ხშირად ვყოფილვარ მეკვლე. განსაკუთრებით 2013 წლის 31 დეკემბერი მახსოვს, როდესაც ახალ წელს ტყიბულის თეატრში შევხვდი ჩემს თანამებრძოლებთან და თანაგუნდელებთან ერთად, რაღაც განსხვავებული ახალი წელი იყო", - განაცხადა ჩიფაძემ.


ელისო ჩიფაძის თქმით, ისურვებდა, 2017 წელი მშვიდობის, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს, პირველ რიგში, საქართველოსთვის, შემდგომ კი მთელი მსოფლიოსთვის.


„ვისურვებდი, ქართველი ოჯახებისთვის 2017 წელი ხვავისა და ბარაქის წელი ყოფილიყოს. დამშვიდებულიყოს მსოფლიო, ასევე მინდა, ბევრი ღიმილიანი სახე ვნახო. ვისურვებდი მეტი სიყვარულითა და პატივისცემით გაჯერებულ ურთიერთდამოკიდებულებას" , - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner