logo_geo
eng_logo
გინესის წიგნში შესული საახალწლო რეკორდები
- +

2 იანვარი. 2017. 22:07

 

 

 

ახალი წლის ულამაზესი დღესასწაულის სიმბოლომ  - ნაძვის ხემ, ქუჩის განათებებმა თუ დეკორაციებმა, გინესის წიგნში, თავისუფლად შეიძლება დაიმკვიდრონ ადგილი და მასში ამის არაერთი ფაქტია წარმოდგენილი. იცოდით, რომ აღნიშნულ წიგნში 10 მეტრიანი შოკოლადის ნაძვის ხეა შესული, რომლის გაკეთებასაც შოკოლადის ოსტატმა პატრიკმა, 1 თვე და 45 000 ათასი დოლარი შესწირა? გასაოცარია ასევე დეივიდ რიჩარდის რეკორდი და ფოიერვერკების შოუ რიო-დე-ჟანეიროში, რომელსაც მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს.  


ფრანგმა შოკოლადის ოსტატმა, პატრიკ როჯერმა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საქმეში, გადაწყვიტა შოკოლადის ნაძვის ხე გაეკეთებინა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო უბრალო ნაძვის ხე. 2010 წელს, პატრიკმა მსოფლიო რეკორდის დამყარება გადაწყვიტა და ამიტომ, მან 10-მეტრიანი ნაძვის ხე შექმნა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, 4000 კილოგრამს იწონიდა. მსოფლიოში ყველაზე მაღალი შოკოლადის ნაძვის ხის აშენებას 1 თვე და 45 000 დოლარი დასჭირდა. 24 დეკემბერს, შობამდე ერთი დღით ადრე, რეკორდი ოფიციალურად დაფიქსირდა. თუმცა, პატრიკის ნაძვის ხე, მხოლოდ რეკორდის დასამყარებლად არ შექმნილა. მან, ნაძვის ხის ნაწილები აუქციონზე გაყიდა და მიღებული თანხა იმ ორგანიზაციებში გადარიცხა, რომლებიც ნეირომუსკულარულ დაავადებებს იკვლევენ.

 

 

 

Description: http://metra.ge/images/blog/saaxalwlo-rekordebi/1.jpeg

 

 

 

ასევე გამორჩეულია დეივიდ რიჩარდის რეკორდი, რომელიც კანბერაში, ავსტრალიაში, 2011 წლის 6 დეკემბერს დამყარდა. დეივიდმა ყველაზე დიდი საახალწლო თემატიკის გარე განათება შექმნა. მან 29,630 მეტრის სიგრძის ლედ ნათურები, 15000 კაბელი და 18 მეტრიანი განათებით კონტროლირებადი ხე (სულ 27 კმ. განათება) გამოიყენა იმისათვის, რომ გინესის მსოფლიო რეკორდი დაემყარებინა. დეივიდმა, რეკორდის დამყარებამდე 4 წლით ადრე დაიწყო გარე, საახალწლო განათებებით დაინტერესება. პირველად მან მხოლოდ საკუთარი სახლის კარები გაანათა. 4 წლის განმავლობაში კი ნელ-ნელა აგროვებდა სხვადასხვა სიგრძისა და ფერის ნათურებს. დეივიდს, მშვენიერი მორთულობის სანახავად, უამრავი ადამიანი სტუმრობდა, შემოსული თანხით კი ის ბავშვებს ეხმარებოდა. რეკორდის დამყარების შემდეგ, გადაწყვიტა ნათურები სხვა ადამიანებისთვის ეჩუქებინა, რათა ბავშვებისთვის დახმარების გაწევა მათაც შეძლებოდათ.

 

 

 

Description: http://metra.ge/images/blog/saaxalwlo-rekordebi/2-1.jpg

 

 

 

დაუვიწყარი და წარმოუდგენლად ლამაზი იყო რეკორდი, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში დამყარდა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოიერვერკის შოუ, კოპაკაბანას მთელ სანაპიროს - 3 600 მეტს სწვდებოდა. ბრაზილიელებმა, ამ დაუვიწყარი შოუსთვის 21,600 პიროტექნიკა გამოიყენეს, რომლებიც მთლიანობაში 23,5000 კილოგრამს იწონიდა. ყველაზე ეფექტური და საოცარი რეკორდის დამყარებას, მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს.

 

 

 

Description: http://metra.ge/images/blog/saaxalwlo-rekordebi/3-1.jpg



 

წყარო: http://metra.ge/

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner