logo_geo
eng_logo
როგორია 2017 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი?
- +

2 იანვარი. 2017. 23:59




მომავალ წელს ტყუპები სერიოზული ურთიერთობისთვის უნდა მოემზადონ, ლომებისთვის კი წელი სასიამოვნო ნაცნობობით დაიწყება. საინტერესოა, რას გვპირდება 2017 პირად ცხოვრებაში და ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს წელი სასიყვარულო?


ვერძი


ვერძები 2017 წელს მეორე ნახევრის პოვნას შეძლებენ. მათ კი, ვისაც უკვე ჰყავთ მეორე ნახევარი, მშვიდი და ჰარმონიული წელი ექნებათ.


კურო


კუროებს 2017 წელს, სიყვარულის თვალსაზრისით, ძალიან გაუმართლებთ და ამური უხვად დააყრის სიყვარულის ისრებს.



ტყუპები


2017 წელს ტყუპები სერიოზული ურთიერთობისთვის უნდა მოემზადონ.

თუ გავითვალისწინებთ ამ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანის თვისებებს, ეს ფაქტი, შესაძლოა მათთვის თავდაპირველად მოულოდნელი იყოს. პირველად ისინი გარკვეულწილად საკუთარ თავსაც შეეწინააღმდეგებიან, თუმცა შემდეგ გააცნობიერებენ, რომ მათაც აქვთ ბედნიერების უფლება.  



კირჩხიბი


კირჩხიბებს 2017 წელს თბილი და სამაგალითო ოჯახური იდილია ელით და არავის შეეძლება მათ კომფორტულ ურთიერთობაში ჩარევა. მარტოხელა კირჩიბებისთვის კი, ახალი, მაგრამ ხანმოკლე რომანების წელია, თუმცა წლის ბოლოს მათაც მოუწევთ არჩევანის გაკეთება.



ლომი


ლომებისთვის 2017 წელი სასიამოვნო ნაცნობობით დაიწყება, თუმცა ნაკლებად გადაიქცევა სასიყვარულო ურთიერთობებად. ორივე სქესის ლომებისთვის ეს წელი საკმაოდ მსუბუქი და მშვიდი იქნება.



ქალწული


2017 წელს პედანტი და სისუფთავის მოყვარული ქალწული, მისთვის მოულოდნელ სიურპრიზს მიიღებს-  გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ქაოსსა და არეულობას შეიტანს მის ცხოვრებაში. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მოულოდნელ სიახლეს უნდა დანებდეთ და გრძნობებს მეტი გასაქანი მისცეთ.



სასწორი


სასწორებისთვის 2017 წელი მშვიდი და დაბალანსებული იქნება, ხოლო ისინი, ვინც ჯერ კიდევ მარტო არიან, სავარაუდოდ იპოვიან ცხოვრების თანამგზავრს. უკვე დაოჯახებული სასწორებისთვის კი ეს წელი, ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლის პერიოდი იქნება.



მორიელი


მორიელებისთვის 2017 წელი დაუვიწყარი რომანტიკული თავგადასავლების წელი იქნება. ეს პერიოდი მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება, მორიელის ხასიათიდან  გამომდინარე კი, ეს სულაც არაა გასაკვირი.


მშვილდოსანი


ამ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, 2017 წელი ნათელი და პოზიტიური პერიოდი იქნება. შესაძლოა მშვილდოსნის მეორე ნახევართან შეხვედრა და ურთიერთობის ქორწილით დაგვირგვინებაც კი.


თხის რქა


2017 წელი თხის რქებს სასიამოვნო ნაცნობობას ჰპირდება, თუმცა შესაძლოა არც კი გადაიზარდოს სერიოზულ ურთიერთობებში. ამ წელს თხის რქები საკურორტო რომანებითა და ერთჯერადი თავგადასავლებით შემოიფარგლებიან.


მერწყული


2017 წელს მერწყულები იგრძნობენ, რომ საშინლად სჭირდებათ სასიამოვნო ურთიერთობები. ამ წელს მათ საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ, შესაძლოა დაოჯახებაც.


თევზები


2017 წელი თევზებს სიმშიდესა და ჰარმონიულობას მოუტანს. ისინი ბევრად ადვილად შეძლებენ უჯახური პრობლემების მოგვარებას.




წყარო: http://dainteresdit.ge/

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner