logo_geo
eng_logo
ცეცხლოვანი მამალი
- +

3 იანვარი. 2017. 02:02


 

 

2017 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ცეცხლისფერ მამალს ეკუთვნის. რა უნდა გავითვალისწინოთ საახალწლო სუფრის გაწყობის დროს, რა კერძებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, როგორი უნდა იყოს ჩვენი ჩაცმის სტილი და რა ფერები უნდა დომინირებდეს ნაძვის ხის მორთვის დროს? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხის ცოდნა, მამლის გულისწყრომის ასარიდებლად, აუცილებელია.

 

2017 წლის სიმბოლო ცეცხლისფერი მამალია. აღმოსავლური ჰოროსკოპის სიმბოლო უპირატესობას ოჯახურ ტრადიციებს ანიჭებს, ამიტომ ახალ წელს რეკომენდირებულია ოჯახურ გარემოში შეხვედრა.

 

2017 წლის შესახვედრად საუკეთესო ფერი მოოქროსფერო-წითელია. კარგი იქნება, თუ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უპირატესობას წითელი, ყვითელი ან პასტელური ოქროსფერი ფერების კოქტეილის კაბას მიანიჭებენ უპირატესობას და, რა თქმა უნდა, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს. მამაკაცებს კი შეუძლიათ, ახალ 2017 წელს ნაკლებად ფორმალური ჩაცმულობით შეეგებონ.

 

საახალწლო ნაძვის ხის მორთვისას, გასათვალისწინებელია მამლის საყვარელი ფერების გამა. სახლის მოსართავად კი დაშვებულია მხოლოდ მწვანე და ლურჯი ფერები, რომლებიც წითელ ფერთან ერთად ნამდვილ სადღესასწაულო განწყობას შექმნიან. საღამოს გასაფორმებლად კი საუკეთესო დეტალი მწიფე წითელი ვაშლები იქნება. საშობაო ვარსკვლავის ნაცვლად შესაძლებელია მამლის ფიგურის გამოყენება.

 

2017 წლის საახალწლო სუფრაზე, უმჯობესია, ნაკლებად იყოს ქათმისგან მომზადებული კერძები. მის ნაცვლად კი შეგვიძლია გამოვიყენოთ ცხვარი, ძროხა ან ღორი. საახალწლო სუფრაზე ასევე არ უნდა იყოს კვერცხი და მისგან დამზადებული კერძები. კარგი იქნება, თუ სუფრაზე მივიტანთ ბოსტნეულს და ხილს. საახალწლო ჭურჭელი კი უნდა იყოს ღია ფერის.



წყარო: http://news.vitube.ge/

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner