გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ფარულ შეხვედრას იხსენებს:
„შეხვედრაზე, რომელსაც მერაბიშვილთან და ადეიშვილთან ერთად მეც ვესწრებოდი, მაშინ ჯერ კიდევ დამწყებმა ინტრიგანმა დათა ახალაიამ, 2004 წელს გადაღებული, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, სააკაშვილთან დიდი სიხარულით მოარბენინა.
მოგვიანებით, ბაჩო ახალაიაც მოვიდა. ჩანაწერები იქვე ნახეს. ჩემი პირადი კონტაქტებიდან მიღებული ინფორმაციით, ფარული ჩანაწერების გაკეთებამ სისტემური ხასიათი 2007 წლიდან მიიღო." - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემაში 2030.