logo_geo
eng_logo
შსს-მ „გირჩის“ ოფისში მარიხუანას დათესვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

1 იანვარი. 2017. 16:03


შსს-მ „გირჩის" ოფისში მარიხუანას დათესვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.


როგორც შსს-ში აცხადებენ, 2016 წლის 31 დეკემბერს „გირჩის" ოფისში, ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრებმა, მოხალისეებთან ერთად, საჯაროდ, მათ მიერვე დაანონსებული, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე დათესეს.

 

„გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლით). პოლიცია შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.


„გირჩის" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ აქტივისტებთან ერთად პარტიის ოფისში კანაფი დათესა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner