logo_geo
eng_logo
ირაკლი ოქრუაშვილი: ფარული ჩანაწერების გაკეთება 2004 წლიდან დაიწყო!
- +

25 მარტი. 2016. 00:03


ფარული ჩანაწერების გაკეთება 2004 წლიდან დაიწყო."- ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემაში 2030 განაცხადა.


ოქრუაშვილის თქმით, ჩანაწერებისთვის „ნაციონალური მორაობა" სათანადოდ იყო აღჭურვილი:


„პარტიას თვალთვალისა და მოსმენებისთვის საჭირო იმაზე ძლიერი ტექნიკური საშუალებები ჰქონდა, ვიდრე - უშიშროების სამსახურს ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლამდე.

 

თუ ვინმე სააკაშვილის ხელისუფლებას დისკომფორტს შეუქმნიდა, მასზე კომპრომატები უნდა არსებულიყო, რითაც მათი განეიტრალება მოხდებოდა. კადრებს მაშინ იმიტომ არ ავრცელებდნენ, რომ ტემპერატურის აწევა არ სჭირდებოდათ. მსხვერპლის დაშანტაჟებას ისედაც შესანიშნავად აღწევდნენ და ამ ყველაფრის ტელევიზიით ჩვენება საჭირო არ იყო." - განაცხადა  ირაკლი ოქრუაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner