logo_geo
eng_logo
სასჯელაღსრულების დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლში მცხოვრებ პატარებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს
- +

3 იანვარი. 2017. 10:57




ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში დედებთან მყოფ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.



კომპანიამ პატარებს, რომლებიც 3 წლამდე დედებთან ერთად დაწესებულებაში იზრდებიან და ასევე, ორსულებს, საახალწლოდ ტკბილეული, სათამაშოები, საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.



სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების დირექტორის ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცისათვის, რათა ისინი საზოგადოებას სრულფასოვან წარმომადგენლებად დაუბრუნდნენ.



კომპანია PSP- ინიციატივა გამოთქვა, მობრძანებულიყო ქალბატონებთან და მიელოცა მათთვის ახალი წელი. გვეწვია თოვლის ბაბუა, რომელსაც პატარები დიდი სიხარულით შეხვდენენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ყოველთვის ჩვენ გვერდითაა და ყველაფერს აკეთებს დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისათვის", - აღნიშნა ნესტან ვერულაშვილმა.



პატარებს საახალწლო საჩუქრები თოვლის ბაბუამ გადასცა და მინი გასართობი პროგრამაც შესთავაზა. მსჯავრდებულმა დედებმა სამინისტროსა და კომპანიას საახალწლო განწყობის შექმნისათვის მადლობა გადაუხადეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner