ლეკა მენაბდიშვილი ციხისძირიდან ხის გადარგვის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
„გუშინ და დღეს განსაკუთრებით, ვკითხულობ პოსტებს, კომენტარებს, ხის ფოტოს დაატარებთ და საოცარ კომენტარებს წერთ, არ ვგულისხმობ იუმორნარევ კომენტარებს, ბოღმით, სიძულვილით და უტვინობით დაწერილ პოსტებს ვგულისხმობ... არ გრცხვენიათ? რატომ არის ერთი ხის გადატანა, ვიმეორებ გადატანა და არა მოჭრა ასეთი „პოპულარული"? აააა, ბიძინას თემაა, სულ დამავიწყდა. აბა ვინმე ვასიკოს რომ გადაეტანა და გინდ მოეჭრა ის ხე, ვინმე კი არ შეამჩნევდა? მივიდოდნენ და გახერხვაში მიეხმარებოდნენ „დაჟე."
ბიძინამ ბალახს რომ დააბიჯოს ფეხი მკვლელად შერაცხავთ. დღე არ ფიქრობთ არ ფიქრობთ და ღამით რომ დაწვებით ერთი ჰკითხეთ თქვენს ბრძენ თავებს დღეს რა ვარგე ჩემს ქვეყანასო. კომენტარები, ბოღმანარევი სტატუსები, გესლიანი და გაუაზრებელი ტლიკინი, აი ეს „არგეთ" ქვეყანას. ფუჭად დროის ფლანგვა. ყველას გვინდა ქვეყნის შეცვლა, მაგრამ ჯერ საკუთარი თავის შეცვლას და აზროვნების გამოსწორებას თუ არ დავიწყებთ არაფერი არ გვეშველება!
P.S. ტკბილი ძილი ხის „დამცველო" ეროგულდასაწყვეტია უბრალოდ ზოგიერთი „ნაცების" პროვოკაციას რომ წამოეგეთ..."