აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჩრდილოეთ კორეა ვერ მიაღწევს ბირთვული იარაღის განვითარების საბოლოო ფაზას, რაც მას შესაძლებლობას მისცემს დაარტყას აშშ-ს.
„ჩრდილოეთ კორეამ ახლახან განაცხადა, რომ ის ბირთვული იარაღის განვითარების საბოლოო სტადიაზეა, რაც შესაძლებლობას მისცემს მიაღწიოს აშშ-ის ნაწილს. ეს არ მოხდება", - წერს „Twitter"-ზე დონალდ ტრამპი.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კვირას საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვების მომზადების პროცესი „საბოლოო სტადიაზეა".