logo_geo
eng_logo
„თბილისი არტ-ჰოლში“ საქველმოქმედო ღონისძიება „ბავშვები ბავშვებისთვის“ გაიმართა
- +

3 იანვარი. 2017. 11:12


 

 

 

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის სოფო კილაძის ორგანიზებით, "თბილისი არტ-ჰოლში" საქველმოქმედო ღონისძიება "ბავშვები ბავშვებისთვის" გაიმართა. ღონისძიება სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვების დასახმარებლად ჩატარდა და მასში ნაძალადევის რაიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მოწვეული ანსამბლებიც მონაწილეობდა. ღონისძიებას ამავე რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, დეპუტატის ბიუროს წევრები და ლანჩხუთისა და გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი დაესრწნენ. ორგანიზატორებმა სოციალურად დაუცველ და შშმ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.


ნინო კვარაცხელია (ნაძალადბვის მე-17 ოლქის დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი): "აღნიშნული საქველმოქმედო ღონსიძიება ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატის სოფო კილაძის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ მე-9 და 113-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და სიმღერისა და ცეკვის სხვადასხვა საბავშვო ანსამბლები. ღონისძიებაში ასევე იყო ჩართული რამდენიმე კომპანია: საკონდიტრო საწარმო "ტკბილი ქვეყანა", საკონდიტრო მაღაზიათა ქსელი "ლიკა", საკონდიტრო "ნარცისი", მუნიციპალიტეტების სერვისების განვითარების სააგენტო "ფაბულა-ბიზნეს ინკუბატორი" და ლოტკინის პურის ქარხანა, რომლებმაც ბავშვებისთვის გადასაცემად დაგვიმზადა საჩუქრები. მინდა მადლობა გადავუხადო ამ კომპანიებს გაწეული დამხარებისთვის და იმისთვის რომ ბავშვებს ამხელა სიხარული მიანიჭეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ ღონისძიებას "თბილისი არტ-ჰოლმა" სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლა. მოგეხსენებათ, "თბილისი არტ-ჰოლის" მფლობელია "ვაგონმშენებელი კომპანია", რომელსაც თავის მხრივ ბადრი წილოსანი ხელმძღვანელობს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბადრის, მის ქალიშვილს ნინო წილოსანს რომელიც დღეს ამ ღონისძიებას ესწრებოდა, იმისთვის, რომ ასე უანგაროდ უდგანან გვერდში ნაძალადევის და არა მხოლოდ ნაძალადევის მოსახლეობას."


ნინო წილოსანი (ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი): "მართლაც არაჩვეულებრივი ღონისძიება იყო, რომელშიც უამრავი ადამიანი იყო ჩართული. გათვალისწინებული იყო აბსოლუტურად ყველა მომენტი - საჩუქრები, საკონცერტო პროგრამა... მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მაძალადევის მაჟორიტარ დეპუტატ სოფო კილაძეს იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველ და შშმ ბავშვებს ასეთი შესანიშნავი დღესასწაული მოუწყო. რა თქმა უნდა ახალი წელი ყველასთვის საყვარელი დღესასწაულია,  მაგრამ ეს დღეს განსაკუთრებულად ბავშვებს უხარიათ. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე აქ მყოფი თითოეული ბავშვისთვის დაუვიწყარი გახდება. მინდა ყველას მივულოცო დამდეგი 2017 წელი, ვუსურვო ჩემს საყვარელ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და ბედნიერება."


მანანა ამაშუკელი "არტ-ჰოლის" სამხატვრო ხელმძღვანელი: "თბილისი არტ ჰოლი" საუკუნეს ითვლის. ეს არის ყოფილი პლეხანოვის კულტურის სახლი, სადაც არაერთი  სახელოვანი მოცეკვავე, მომღერალი და მსახიობი მოღვაწეიბდა.  სამწუხაროდ, შენობა თითქმის 2 ათეული წელი უფუნქციოდ იყო და დაახლოებით 5 წლის წინ, "ვაგონმშენებელი კომპანიის" ძალისხმევით რეკოსტრუქცია ჩაუტარდა. ახლა "თბილისი არტ-ჰოლი" ახალი, თანამედროვე, ფართოპროფილიანი კულტურული ცენტრია, რომელიც თვითდაფინანსებით ფუნქციონირებს და თავისი თანამედროვე ტიპის დარბაზებითა და სტუდიებით უამრავ ბავშვს ემსახურება."


სოფო კილაძე (ნაძალადევის რაიონის მე-17 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი): "დღეს "თბილისი არტ-ჰოლში" ჩავატარეთ საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც მივუძღვენით სოციალურად დაუცველ და შშმ ბავშვებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "თბილისი არტ-ჰოლის" ხალმძღვანელობას იმისთვის, რომ დარბაზი უსასყიდლოდ დაგვითმო. ასევე მადლობა ყველა იმ კომპანიას, რომელმაც პატარებისთვის საჩუქრები დაგვიმზადა. დამდეგ ახალ წელს ყველას, განსაკუთრებით კი ღონისძიებაზე დამსწრე პატარებს და მათ ოჯახებს. ვეცდებით ასეთი ღონისძიებები ხშირად მოვაწყოთ და მათი გულები გავახაროთ"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner