ბრაზილიაში, ქალაქ მანაუსში ციხეში ამბოხების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა და 130 პატიმარი გაიქცა. ციხეში ამბოხება კვირას დაიწყო და 17 საათი გრძელდებოდა. ამბოხების ჩახშობა მხოლოდ გუშინ მოხერხდა.
ამბოხება ციხეში მყოფი ორი ბანდის ერთმანეთთან დაპირისპირებით დაიწყო.
„ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს იყო დიდი დაჯგუფების თავდასხმა პატარა დაჯგუფებაზე კონკურენციის აღმოფხვრის მიზნით", - განაცხადა ამაზონიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მდივანმა სერჟიუ ფონტესმა.