თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში კავშირის ბრალდებით დაპატიმრებული 10 265 ადამიანი ბრალეულობის მტკიცებულების არ ქონის გამო გაათავისუფლეს.
გამოძიების ფარგლებში გათავისუფლებულთა და თანამდებობებზე აღდგენილ პრთა სიაში 1 გუბერნატორია, 1 066 სამხედრო მოსამსახურე, 583 პოლიციის თანამშრომელი, 2 თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომელი, 158 მოსამართლე და პროკურორი, 1 სახელმწიფო საბჭოს წევრი და თურქეთის უმაღლესი სასამართლოს 8 თანამშრომელი.
15 ინლისის ღამეს ამბოხებული სამხედროები თურქეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას შეეცადნენ. ხელისუფლებამ ამბოხი ჩაახშო. თურქეთის ხელისუფლება ამბოხების მცდელობის ორგანიზატორად აშშ-ში მყოფ რელიგიურ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს აცხადებს, რომელიც ამბოხებასთან კავშირს უარყოფს.
სახელმწიფო გადატრიელების მცდელობას 240 ადამიანი შეეწირა. გამოძიების ფარგლებში თურქმა სამართალდამცავებმა 103 850 ადამიანის დააკავეს, მათ შორის 41 326 ადამიანი ფეჰთულა გიულენის ტერორისტულ მოძრაობასთან კავშირის ბრალდებით.