logo_geo
eng_logo
გია სალუქვაძემ და შ.პ.ს „მალიკ ტექსტილის“ დირექტორმა ზურგეთში ჯინსის სამკერვალო ფაბრიკის გახსნის თაობაზე ისაუბრეს
- +

3 იანვარი. 2017. 13:03


 


გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე პაკისტანელ ინვესტორ შ.პ.ს „მალიკ ტექსტილის" დირექტორს ამჯად მალიკს შეხვდა. შეხვედრაზე ოზურგეთში ჯინსის სამკერვალო ფაბრიკის გახსნის თაობაზე ისაუბრეს.


„მინდა გამოვყო ის სამი პრიორიტეტი, რომელიც მე, როგორც მხარის ხელმძღვანელს გამაჩნია, ესენია - ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტორისთვის მაქსიმალურად ხელისშეწყობა და რაც მთავარია დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვა. კომპანია მალიკ ტექსტილს, სამკერვალო სფეროში მოღვაწეობის 35 წლიანი გამოცდილება აქვს და ქართულ ბაზარზე შ.პ.ს ზოჰას სახელით ოპერირებს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საუბარია დაახლოებით 2.5 მილიონი დოლარის ინვესტიციასა და პირველ ეტაპზე 300 - მდე ადამიანის დაასაქმებაზე. ჩვენ, პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში აღნიშნულ კომპანიას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ", - განაცხადა გია სალუქვაძემ.


შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა ინვესტორს გურიის საინვესტიციო გარემო გააცნო, სამკერვალო სფეროში მდიდარი წარსულის გამოცდილების შესახებ ესაუბრა და ქალაქ ოზურგეთში არსებული ობიექტები დაათვალიერებინა, სადაც ჯინსის სამკერვალო ფაბრიკა უნდა აშენდეს.


შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია „მალიკ ტექსტილის" წარმომადგენლები, სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვახტანგ გველებიანი და ქალაქ ოზურგეთის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მერაბ წივწივაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner