ვიდრე ქართველი მამაკაცების ერთმანეთთან ქორწინების დროს დაგვიყენებენ, ამათთან განქორწინების დღე და დრო უნდა დადგეს. რაკი „გამოხატვის თავისუფლებაა" ადექით და ჰკადრეთ ამ უზნეოებს თითო საკადრებელი პანღური. არ იქნება ურიგო. ვის და რას უცდით?!
პირდაპირ წარმოუდგენელია, რატომ უსმენს და უთმენს საზოგადოება ჩვენს საინფორმაციო სივრცეში გამოცხადებულ მაქციებს. რატომ ანადგურებინებს საკუთარ გულსა და ფსიქიკას, რატომ აკვლევინებს ერის ინტერესსა და ნებელობას.
აშკარად დგება კითხვა: იწყებს თუ არა „ქართული ოცნება" ქვეყნის მართვას და საკუთარი ერის დაცვას?
სამწუხაროდ, ჯერჯერობით „ქართული ოცნება" თავს ამართინებს არასამთავრობოებსა და რესპუბლიკელებს, ნაცებსა და ლიბერასტებს, მათ სატელიტ ტელევიზიებს, რომლებიც მთლიანად ანგრევენ ერის ცნობიერებას... ასევე სამწუხაროდ, „ქართული ოცნება" რესპუბლიკელების პირით ალაპარაკდა თოფაძის წინააღმდეგ, უცნაური პოზიცია დაიკავა ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძესთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში...
ვაგლახ, უმრავლესობა არ იცავს არამცთუ საერო ინტერესებს, არამედ საკუთარი გუნდის წევრთა ინტერესებსაც კი... ვერ (და არ) უპირისპირდება პედერასტთა და ლიბერასტთა მიერ შემოგდებულ კანონებს, ღია მასონურ ბრძოლას საკუთარი ისტორიული რელიგიისა და კულტურის წინააღმდეგ... და რაც ყველაზე მთავარია, არ უპირისპირდება მოღალატე პრეზიდენტს, რომელმაც შიგნიდან ციხე გაუტეხა და, ფაქტობრივად, თავზე დააქცია „ოცნების კედელი!"
საკითხავია - როგორ ვიწყებთ გამოღვიძებას: როდემდე შეგვიძლია ვუსმინოთ „რუსთავი-2"-ს - გაბუნიასა და მისთანების ცილისწამებას, როდემდე, ან როგორ ვუყუროთ პირველ არხს, რომელიც „რუსთავი-2"-ის კოშმარულ დუბლიკატად იქცა? ანუ, რა ქნას საზოგადოებამ, რომელსაც სჭირდება მართალი სიტყვა? მაშ დავაქცევინოთ ეს ქვეყანა ცრუ ქადაგთა და „მოენეთა" ყაყანს ბაბილონის გოდოლივით?!
ხელისუფლებამ არ და ვერ შეასრულა ერის დაცვის ვერც მატერიალური და ვერც იდეოლოგიური მისია. ერთი ტელევიზიაც კი ვერ შექმნა საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის, ყველაფერი შესწირა სიტყვისა და გამოხატვის ყბადაღებულ თავისუფლებას, ანუ მლანძღე და მაგინე, მწამე ცილი, მირტყი, რაც გინდა, მიქენი სიტყვით, შენ თავისუფალი ხარ, მე - დამნაშავე და შენი მონა-მორჩილი!
წყევლა, ცილისწამება და რაიმეს დაბრალება ჩვენს ქვეყანაში წესად იქცა. ამ მხრივ საგანგებო ინსტიტუტები და კლანები აამუშავეს ჩვენმა მტრებმა, სტატუსიან ცილისმწამებელთა და ცრუ მოენეთა ინსტიტუტები შეგვიქმნეს.
აქვე ვიტყვი:
ფხოვში ყოფილა ქალი, რომელიც შეხედავდა ადამიანს შორიდან, დასწყევლიდა და ის ადამიანი ცხენიდან ვარდებოდა ან ცხენი უვარდებოდა! ჰოდა, ჩიორას ტიპის მავნებლებიც საგანგებოდ ჩადიან ნატოში და ევროკავშირში, რათა საკუთარ ქვეყანაზე სიცრუე იქადაგონ, აბეზღონ და უარყოფითი რეზოლუციები მიაღებინონ! არადა, ამათ ენები ვერავინ დაუმოკლა! და არც საკუთარი ქვეყნის მაგინებელთა, ჯაშუშთა, დამსმენთა, გნებავთ, ცილისმწამებელთა დასჯის რაიმე ბერკეტი გაგვაჩნია!
დიახ, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა შევქმნათ ამ უტიფართა საპირწონედ „სათემო-საერო" სამსჯავროები, რათა გაიკიცხოს და ეთქვას სიმართლე დამნაშავეთა ამ კასტას!
მართლაც როგორ მოვიქცეთ ჩვენ, საზოგადოება, როდესაც ქვეყანაში ამდენი ანტისახელმწიფოებრივი ჯაშუშური ბუდე და კლანი მოქმედებს, რომლებიც აფრქვევენ მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციებს, რომლებიც თრგუნავენ ადამიანთა ფსიქიკას - აქცენტს აკეთებენ მხოლოდ მკვლელობაზე, გაუპატიურებაზე, ზნედაცემულობაზე. 900 ქალი გააუპატიურეს არაბებმა გერმანიაში, მაგრამ მერკელმა ამაზე ლაპარაკი აკრძალა და იცით, რატომ? არ აწყობდა ქვეყანაში ნეგატიური აურის შექმნა.
ჩვენი ტელევიზიები იქცნენ დამკრძალავ ბიუროებად და მორგთა სააგენტოებად! მახსოვს, ყოველთვის იყო გრიპი, რაც გავჩნდი და გავიზარდე, ვირუსის ეპიდემიებიც მახსოვს, ქოლერაც, მაგრამ ახლა ამ მართლა „ვირუსის გადამტანი კოღოებისთვის", სწორედ ეს ინფორმაციები იქცა ტელესაპიარო მასალად. კიდევ კარგი, ყოველთვის არ იქნებიან ამ ქვეყანაში ნაცები და ლიბერასტები, რომ კოღო სპილოდ გვიქციონ და სინდის-ნამუსი - ფახლავად...
***
უნდა მწვავედ დადგეს საკითხი: ნუთუ საკუთარი ერის ინტერესების დაცვაზე უნდა იხადონ მოქალაქეებმა (მეც და სხვებმაც) ბოდიში და ამ ტურებმა იყმუვლონ, როგორც უნდა ყველა სხვენიდან?!
შეგვიჭამეს ეს ქვეყანა კვირისთავის ძვალივით ამ გიენა კოჟორიძე-ნაცვლიშვილ-გიგაურებმა, მათმა მიმყოლებმა და მომყოლებმა, ხალხს თვალებში მეჭეჭი და კორძი ამოუვიდა ამათი ყურებით: ყველა ტელევიზიის ქანდარაზე ეგენი სხედან და დილა-საღამოს დაგვყივიან დედალი ქათმებივით თუ ყვავებივით.
მოგვაშორეთ, ჩამოსვით ქანდარებიდან ეს უჟამოდ მყივარი ქათმები, თორემ მოვა დრო და მოთმინების ფიალაავსებული ხალხი თავად დააყრევინებს თავებს ამ ქვეყნის მაწყევართ.
ვიდრე ქართველი მამაკაცების ერთმანეთთან ქორწინების დროს გაგვიყენებენ, ამათთან განქორწინების დღე და დრო უნდა დადგეს. რაკი „გამოხატვის თავისუფლებაა", ადექით და ჰკადრეთ ამ უზნეოებს თითო საკადრებელი პანღური. არ იქნება ურიგო. ვის და რას უცდით?!
ხმა გამოვიდა - ეკა გიგაური და ნაცვლიშვილი იურისტთა ასოციაციის „ზემოთა ლოჟიდან" გააფრთხილეს, ნამეტანი ერთი და იგივენი ნუ აქტიურობთ, ერთმანეთს შეენაცვლეთ, საზოგადოება რომ არ გააღიზიანოთო.
ეტყობა, ეს მართლაც ასეა, რადგან „სუფლიორების" დავალებით სულ ახალ-ახალი „წაულები" იჩეკებიან პოლიტიკურ სივრცეში.
***
მე, პირადად, სახიფათოდ მეჩვენება ამათი მოჭარბებული გნიასი, რაც უთუოდ ადასტურებს ახალი დავალების, ახალი „სივის" მიღების „ქაჯთა ქალაქიდან" ეკლესიისა და ეროვნული ბასტიონების დასალაშქრად...
რა, არ უნდა იყოს რელიგიური და პიროვნული ღირსების დამცავი კანონი? დიახ, უნდა იყოს, რომ ზიზღმა და ცილისწამებამ, „დიაცთა ენობამ" და პედერასტომანიამ არ დაგვინგრიოს „ახალი ტროას" ქალაქი.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ: არასამთავრობოთა ხროვა, რომელიც თანდათან მრავლდება რომელიღაც „ჰიბრიდული ბაქტერიით", ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს ხალხს და მთავრობას: ყველგან, ყველა საქმეზე ბოლო მსაჯულნი ესენი არიან და უტიფრად მოძღვრავენ უპატრონო ქვეყანას.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას: იყოს პატრონი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის. „ქართულმა ოცნებამ" მოიხმოს პარლამენტში ღირსეული ქართველები და მიუახლოვდეს ერის ინტერესებს.
განერიდეთ „რესპუბლიკელთა" კლანს, რომელმაც მკვეთრად დააგდო, „ქართული ოცნების" რეიტინგი და ბოლოს პოლიტიკურ სამარხშიც ჩაიყოლებს.
ქართველმა ერმა უნდა შექმნას ძლიერი დამცავი ენერგეტიკული ველი სახიფათო ბედისწერის დასაძლევად და ქვეყნის გადასარჩენად, რადგან ქვეყანა გაჩხერილია ურთულეს გეოპოლიტიკურ სივრცეში და შემჯდარია მოღალატეთა ენაზე.
ქვეყანას ვერ გადაარჩენს კოჰაბიტაცია და ამგვარი ლიბერალიზმი. ეს ვითარება მოიყვანს ძალას, რომელიც კიდევ უფრო დაგვაშორებს ტაძარს!
კობა არაბული
გაზეთი „ასავალ-დასავალი"