„გლდანის ციხე სულ არ არსებობდა, როდესაც ქუთაისში ჯალათები წამების ვიდეოგადაღებით იყვნენ დაკავებულები".- ამის შესახებ ქუთაისის N2 საპყრობილეში მყოფი მსჯავრდებული ლაშა შავიძე „ასავალ-დასავალთან" სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს.
შავიძის განცხადებით პატიმრების წამებას გლდანის მე-8 ციხის გარდა სხვა ციხეებშიც იღებდნენ, და ეს ყველაფერი სისტემატიურად ხდებოდა.
„მახსენდება, რომ გეგუთის დაწესებულებაში კარცერში მყოფი ყველა პატიმარი დერეფანში გამოგვიყვანეს, გაგვაშიშვლეს და ასეთ მგომარეობაში დაგვამწკრივეს. სიცილით იჭაჭებოდნენ და შიშვლებს გვირტყამდნენ. ყველაზე უარესი ის იყო, რომ ამას ბაჩო ახალაიას პრეს-ცენტრის უფროსი სალომე მახარაძე პანასონიკის ვიდეოკამერით იღებდა და ამ სიცილ-ხარხარში თავადაც მონაწილეობდა. მან პირადად მე ხორცი ამომაგლიჯა. სალომე მახარაძე ციხეში ხელკეტით და შავი ფორმით დადიოდა და პატიმრებს სცემდა. თამაზ რასოიანი მეტსახელად „ტაისონა" მან აწამა. კაცი ახლაც ციხეშია და ბრმავდება", - აცხადებს ლაშა შავიძე.
ლაშა შავიძე აცხადებს, რომ პატიმრების წამებაში მონაწილეობას აკო მინაშვილიც იღებდა.
„აკო მინაშვილს რა აქვს სათქმელი? იცით რატომ არის სააკაშვილის და ახალაიების ერთგული? მის პირად ცხოვრებაზე აქვთ კომპრომატი გადაღებული და ამას ვერსად წაუვა!
ზონის მაყურებლები ახალგაზრდა პატიმრებს აუხირდებონდენ „მალალეტკების" ზონაში მიქარული გაქვსო და მასთან უკრავდნენ თავს, სადაც გარდაუვალი გაუპატიურება ელოდა. ახლა რომ ნაცებმა ერთი ამბავი ატეხეს არასრულწლოვნებს გაუპატიურების კადრები რა უფლებით ანახესო, დიახ, სწორედ ახალგაზრდებმა უნდა ნახონ, სინამდვილეში ვინ იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები და მის თანატოლებს რას უშვრებოდნენ, რადგან თუ მობრუნდნენ კინოში კი არა, მათი ოჯახის წევრების გაუპატიურებას ცხადში აყურებინებენ", - განაცხადა შავიძემ.