logo_geo
eng_logo
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატების ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა
- +

3 იანვარი. 2017. 13:23


 


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატების ღია კონკურსის პირველი ტური ჩატარდა. მეორე ტურში კი 5 კანდიდატი გადავიდა.


მეორე ტურში გადასული კანდიდატები არიან: ზაალ ანჯაფარიძე, რომელმაც 6 ხმა მიიღო, ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც 6 ხმა მიიღო, ნინო ზაუტაშვილი 5 ხმით, თინათინ ბერძენიშვილი და ნათია კუპრაშვილი 8-8 ხმით.


მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება ხვალ დაიწყება. პირველი გასაუბრება 4 იანვარს, 11:00 საათზე ზაალ ანჯაფარიძესთან იქნება, 4 იანვარს, 13:00 საათზე თინათინ ბერძენიშვილთან, 4 იანვარს, 15:00 საათზე ნათია კუპრაშვილთან. 5 იანვარს, 13:00 საათზე გასაუბრება ნინო ზაუტაშვილთან და 5 იანვარს, 11:00 საათზე ვასილ მაღლაფერიძესთან გაიმართება.


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსის მსურველთა განცხადებების მიღება 2016 წლის 28 დეკემბერს დასრულდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner