logo_geo
eng_logo
თბილისში პიროტექნიკით მიღებული დაზიანებების გამო, სასწრაფო დახმარების გამოძახების 54 შემთხვევა დაფიქსირდა
- +

3 იანვარი. 2017. 13:52


 


ახალი წლის დღეებში თბილისში პიროტექნიკით მიღებული დაზიანებების გამო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების 54 შემთხვევა დაფიქსირდა.


როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 31 დეკემბერს, ასევე 1, 2 და 3 იანვრის 10:00 საათამდე, პიროტექნიკით მიღებული დაზიანებების გამო, თბილისში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა სწორედ 54 შემთხვევაში გამოიძახეს. მათივე განმარტებით, აქედან ორს, თითების ამპუტაციის გამო, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ისინი სრულწლოვნები არიან. სხვა დაშავებულებს კი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. მათ უმრავლესობას ძირითადად, სხეულის სხვადასხვა არეში დამწვრობა აღენიშნებოდა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner