logo_geo
eng_logo
ახალი წლის დღეებში თბილისში ალკოჰოლით ინტოქსიკაცია 414-მა პირმა მიიღო, საიდანაც 116-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა
- +

3 იანვარი. 2017. 14:01


 


ახალი წლის დღეებში თბილისში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 414 შემთხვევა დაფიქსირდა.


როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 31 დეკემბერს, 1,2 იანვარს და 3 იანვრის 10:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის გამო, თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 414 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 116-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამავე პერიოდში, საკვებით ინტოქსიკაციის გამო, 62 გამოძახება დაფიქსირდა. აქედან 23 -ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.


თბილისის სასწრაფო სამედიცინო დამხარების ცენტრში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი სურათი არ არის სრული, რადგან შესაძლოა ზოგიერთმა პირმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ გამოიძახა, თვითმკურნალობას მიმართა ან საავადმყოფოში თავადვე მივიდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner