logo_geo
eng_logo
პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დროებით გადაიდო
- +

3 იანვარი. 2017. 14:32


 


პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დროებით გადაიდო. როგორც „ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ პატრიარქი არ გადაიღალოს.


ყველანაირი ღონისძიება, ოპერაში ხვალ გასამართი კონცერტი გაუქმებულია, მიღებებიც არ იქნება. მადლობა ღმერთს, რომ უწმინდესი კარგად არის და ბევრად უკეთ გრძნობს თავს, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ვიზღვევთ თავს და დავასვენებთ. უწმინდესის საიუბილეო კონცერტისა და მიღებების გამართვა, სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის დაიგეგმება", - განაცხადა დეკანოზმა კახაბერმა.


მისივე თქმით, რაც შეეხება საშობაო მსახურებას, მას თავად უწმინდესი ჩაატარებს.


ხვალ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქი 84 წლის გახდება.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner