logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ რაც მალე დაიშლება, მით უკეთესი - მათთვისაც და ქვეყნისთვისაც
- +

3 იანვარი. 2017. 15:32


 


 

„რაც „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ჩამოშორდა, საქართველოში თავისუფლების წლები დგება", - განაცხადა პოეტმა, დავით მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.


როგორც მან აღნიშნა, სრულიად წარმოუდგენელი იყო საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" 27%-იანი მხარდაჭერა.


„აღარ მეგონა, რომ ასეთ მხარდაჭერას მიიღებდნენ. რა თქმა უნდა, განახევრებულია მათი მომხრეების რიგები, მაგრამ კიდევ არსებობე, თუნდაც ამ დოზით, ესეც მოულოდნელია. „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ძალიან მძიმე ვითარება გვქონდა, როდესაც არც ადმაიანი, არც ბიზნესი და არც ერთი სხვა სფერო ქვეყანაში თავისუფალი არ იყო. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არ იყო დაცული. ეს ყველაფერი რომ დასრულდა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია", - განაცხადა მაღრაძემ.


მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს, როგორც ჟანგბადი, ისე სჭირდება ოპოზიცია. როგორც დავით მაღრაძემ აღნიშნა, „ნაცმოძრაობის" პოლიტიკიდან გასვლა ქვეყნისთვის უკეთესი იქნება.


„ნაციონალურ მოძრაობაში" რაც მალე დაიშლებიან, მით უკეთესი მათთვის და ქვეყნისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერები მაინც აღმოაჩნდათ, მათი ცხრაწლიანი მმართველობის შესაძებ საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვნად არის ჩამოყალიბებული უკიდურესად ნეგატიური აზრი. „ნაცმოძრაობის" პოლიტიკიდან გასვლა უკეთესი იქნება იმითაც, რომ მათი არსებობა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ხელისუფლებას ჰყავს ოპოზიცია, არადა, მათი ოპონირება, მათივე წარსულის გამო, მიუღებელია საზოგადოებისთვის.

 

არადა, ახლა ქვეყანას, როგორც ჟანგბადი, ისე სჭრდება ოპოზიცია. კვალიფიციური ოპოზიცია საზოგადოების განვითარების, წინსვლის გარანტია...

 

როდესაც ასეთი ოპოზიცია არ არსებობს და მის ადგილს იკავებს ყოფილი ხელისუფლების ნარჩენი, რომელსაც მხოლოდ ერთი აზრი აქვს ჩაბეჭდილი - როგორმე დაამხოს ამჟამინდელი ხელისუფლება და ამისთვის ყველანაირ პროვოკაციაზე მიდის, ეს ქვეყნის განვითარების განვითარების გზაზე კიდევ ერთ ბარიერს ქმნის.

 

ძალიან მინდოდა არჩევნებზე გამოჩენილიყო ძლიერი და კვალიფიციური ოპოზიცია, რომელიც ღირსეულ ოპონირებას გაუწევდა ხელისუფლებას, მაგამ იმ სახთ, როგორითაც წარმომედგინა, ეს ვერ მოხერხდა... თუმცა, იმედს არ ვკარგავ, ვფიქრობ, მცირე ნიშანი მაინც გაჩნდა. „ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობაში ყველა ერთნაირად დამნაშავე არ არის, იქაც შეიძლება მოიძებნონ ადამიანები, ვინც მთელ ცხოვრებას ბელადის მონობას არ მოუძღვნიან, გაითავისუფლებენ თავს და შეძლებენ, გამოადგნენ ქვეყანას", - განაცხადა დავით მაღრაძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner