ჩილეს საპორტო ქალაქ ვალპარაისოში ტყის ხანძარმა 100-ზე მეტი სახლი გაანადგურა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 19 ადამიანი დაშავდა, 400-ზე მეტი კი თავშესაფრის გარეშე დარჩა.
ხანძრის ჩასაქრობად ათობით ბრიგადა და სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. სიტუაციას ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა კიდევ უფრო ართულებს. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით რეგიონში საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა. ვალპარაისო, სადაც დაახლოებით მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ჩილეს რიგით მეორე უდიდესი ქალაქია.
ჩილეში ბოლოს მსგავსი მასშტაბის ხანძარი 2014 წელს გაჩნდა. მაშინ სტიქიამ 15 ადამიანი იმსხვერპლა, 3 ათასზე მეტი სახლი კი გაანადგურა.