logo_geo
eng_logo
ილია მეორეს ხვალ 84 წელი შეუსრულდება
- +

3 იანვარი. 2017. 15:39


 


ხვალ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქი 84 წლის გახდება.


ცოტა ხნოს წინ ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის დაბადების დღსადმი მიძღვნილი ღონისძიებები გადაიდო.


საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ პატრიარქი არ გადაიღალოს.


საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, პატრიარქის ექიმ ცისანა შარტავას თქმით, სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლაბორატორიული მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. როგორც შარტავა აღნიშნავს, გადაუდებელი ოპერაციული ჩარევა, ამ დროისათვის, დღის წესრიგიდან მოიხსნა. რაც შეეხება ზოგადად ოპერაციას, მისი თქმით, რამდენიმე დღეში გამოიკვეთება, არის თუ არა საჭირო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner