საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსანტი ვასილ მაღლაფერიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ამ პოსტზე ხელისუფლების ფავორიტია, „საზოგადოების შეცდომაში შეყვანას" უწოდებს.
„დავიცადოთ წინ მეორე ტურია. რადგან 5 ადამიანი გავიდა, ე.ი ამ ადამიანებს აქვთ მეტი შანსი. ადამიანები არიან შეცდომაში შეყვანილი და ასევე არიან ადამიანები, რომლებიც განზრახ საუბრობენ ამაზე. ამას „რუსთავი" ხელს უწყობს, თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. მე ვუპასუხებ მათ, რომ ჟურნალისტი არა მარტო ხელისუფლებისგან უნდა იყოს თავისუფალი, არამედ პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს და პოლიტიკურ დავალებებს არ უნდა ასრულებდეს. სამწუხაროდ, პირიქით ხდება", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.