logo_geo
eng_logo
ნინო ზაუტაშვილი: წარმოდგენილ კანდიდატებს შორის ჩემი კანდიდატურა ყველაზე კარგია
- +

3 იანვარი. 2017. 16:50


 


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის მეორე ტურში გადასულმა კანდიდატმა ნინო ზაუტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის მისი კანდიდატურა არის ყველაზე კარგი, რამდენი ხმითაც ბევრი არ უნდა მიეღოთ მათ.


მოლოდინი არის რა თქმა უნდა, ყველაფრის. მე მზად ვარ ყველაფრისთვის, თუმცა, მე რა თქმა უნდა, მგონია, რომ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის ჩემი კანდიდატურა არის ყველაზე კარგი, რამდენი ხმით მეტიც არ უნდა მიეღოთ მათ. მე ვფიქრობ, რომ ეს ასეა და მე ამას აუცილებლად დავამტკიცებ გასაუბრებაზე.

მე მაგალითად მიმაჩნია, რომ საზოგადოება უფრო აქტიურად რომ ჩარეულიყო, ან ჩაერიოს, ახლაც არ არის გვიანი, საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას, შესაბამისად, უკეთესი იქნებოდა, რომ საზოგადოების გადასაწყვეტი იყოს ვინ იქნება გენერალური დირექტორი", - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.


მისივე თქმით, ის მეორე ტურში გადასულ ხუთივე კანდიდატს შესთავაზებდა შედეგების გასაჯაროებას, რომ საჯარო გამხდარიყო, თუ ვინ ვის მისცა ხმა და რა კრიტერიუმებით.


აქ საუბარი არ არის გენერალურ დირექტორზე, აქ საუბარია ადამიანზე, რომელმაც უნდა შექმნას საზოგადოებრივი ტელევიზია. ჩვენ წლებია ერთსა და იმავე შეცდომებს ვიმეორებთ. ვწერთ ფანტასტიურ კონცეფციებს, რომლებსაც არასოდეს ეღირსათ დღის სინათლე", - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.


ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ რომელიმე კანდიდატს ქონდეს ხელისუფლების მხარდაჭერა, ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა ეს ცუდია.


ჩემი პროგნოზი იქნება ძალიან მარტივი - ნინო ზაუტაშვილი", - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატების ღია კონკურსის პირველი ტური ჩატარდა. მეორე ტურში კი 5 კანდიდატი გადავიდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner