logo_geo
eng_logo
ნათია კუპრაშვილი: მინდოდა პროცესის მიმართ ნდობა აღმედგინა, ამიტომ შევიტანე განაცხადი
- +

3 იანვარი. 2017. 16:54


 



,,სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ 8 ხმასთან დაკავშირებით", - ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსის პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი ნათია კუპრაშვილი იმ რვა ხმას, რომელიც სამეურვეო საბჭოსგან მიიღო.


ნათია კუპრაშვილის თქმით, მან გენერალური დირექტორის თანამდებობაზე განაცხადი იმიტომ შეიტანა, რომ პროცესის მიმართ ნდობა აღედგინა.


,,თავიდან, მართალი გითხრათპროცესს ნდობით არავინ ეკიდებოდა და სწორედ ამიტომ შევიტანე საბოლოდ განაცხადი. მინდოდა პროცესის მიმართ ნდობა აღმედგინა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელმძღვანელადნდობის დეფიციტის პირობებში მუშაობა გაუჭირდება", - განუცხადა ნათია კუპრაშვილმა ,,პრაიმტაიმს".


მისი თქმით,  პროცესის მიმართ ნდობის დეფიციტი რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული, მათ შორისაა კონკურსის მიმდინარეობის ფორმაც.


,,ნდობის დეფიციტს თავიდანვე არასწორად დაგეგმილი კონკურსის მიმდინარეობა იწვევს. ვფიქრობ, პირველივე ეტაპზე განვითარების ხედვების მოსმენა და შემდეგ უკვე კენჭისყრა  უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს ჩემი აზრია და შეიძლება, მეორე ეტაპის გამჭირვალობამ ეს ეჭვებიპროცესთან დაკავშირებით მოხსნას. ნდობის დეფიციტს იწვევს ასევე მიმდინარე მოვლენები და მედიის კონტროლის სურვილთან დაკავშირებული მითები თუ რეალობები", - განაცხადა ნათია კურპაშვილმა.


ნათია კუპრაშვილის თქმით, სასურველი იქნებოდა მეორე ტურში 5-ზე მეტი კანდიდატურა გადასულიყო და საზოგადოებას მათი ხედვებიც მოესმინა.


,,კარგია, რომ გადასულია 5 კანდიდატურა. გამიხარდა, რადგან 5 ადამიანის მოსაზრებას მოვისმენთ და დარწმუნებული ვარ თითოეულის აზრი ძალიან საინტერესო იქნება. თუმცა, მეორე ტურში უფრო მეტი კანდიდატურა რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა. როცა ადამიანები იღებენ პასუხისმგებლობას და ასეთ კონკურსში მონაწილეობენ, ვფიქრობ, რომ მათ  მეტი გამოხატვის საშუალება უნდა მივცეთ, მეტი აზრი უნდა მოვისმინოთ მათგან. თუმცა შეუძლიათ აზრი შემოგვაშველონ. თითოეულის აზრი მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი არხის განვითარების ხედვასთან დაკავშირებით. ველოდებით, მეორე ტურს, ველოდები გასაუბრებებს და იმედი მაქვს, რომ  ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება", - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner