სტამბულის ათათურქის აეროპორტში ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 2 უცხოელი დააკავეს.
ახალი წლის ღამეს, ყირგიზეთის მოქალაქემ იახიე მაშრაპოვმა ტერორისტული თავდასხმა განახორციელა სტამბულის ერთ-ერთ ღამის კლუბში, რასაც 39 ადამიანი შეეწირა, მათ შორის - 27 უცხოელი.
მომხდარზე პასუხისმგელობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. თავდასხმის მოტივად თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის წარმოებისთვის შურისძიება დასახელდა.
ტერაქტთან დაკავშირებით თურქეთში14 ეჭვმიტანილია დაპატიმრებული. სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს მაშრაპოვის ოჯახის წევრები, რომელთა დაკითხვასაც აწარმოებენ.