ბახტრიონის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხაა წაღებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს. 179-ე ყაჩაღობის მუხლით და 236-ე - რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია ეჭვმიტანილის დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით შსს აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.