logo_geo
eng_logo
ბახტრიონზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს
- +

3 იანვარი. 2017. 19:10


 


ბახტრიონის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხაა წაღებული.


როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს. 179-ე ყაჩაღობის მუხლით და 236-ე - რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.


ასევე ვრცელდება ინფორმაცია ეჭვმიტანილის დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით შსს აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner